როგორ დავამარილოთ სკუმბრია სახლის პირობებში

3101
როგორ დავამარილოთ სკუმბრია სახლის პირობებში
როგორ დავამარილოთ სკუმბრია სახლის პირობებში

სკუმბრია – გემრიელი ზღვის თევზია, რომელიც ყველა კუთხეში ტყუილად არ იყიდება. სიტყვაზე, სკუმბრია ოკეანეში გვხვდება. სწორედ ანტლატიკის სკუმბრია სიგრძეში 50-60 სმ-ს აღწევს. მაშინ როცა ამ სახეობის წარმომადგენლები მაგ., შავი ზღვიდან მხოლოდ 30-40 სმ-ს აღწევს.

სასარგებლო და გემრიელი თვისებების კომბინაციის წყალობით სკუმბრია ყველას უყვარს, მათაც კი, ვინც თევზზე დიდად არ გიჟდება. სკუბრიას ამარილებენ, აცხობენ, ხარშავენ, წვავენ, მარინადს ამზადებენ…დღეს სკუბრიის დამარილების საუკეთესო რეცეპტი შევარჩიეთ და მას თქვენ გიზიარებთ.

სკუმბრიის დამარილება

სკუმბრია თითქმის ერთადერთი თევზია, რომელსაც ნიორი არ აფუჭებს, არამედ კიდევ უფრო გემრიელს ხდის. შედეგად გამოდის უჩვეულო, მაგრამ ძალიან გემრიელი კერძი, რომლის მომზადების მეთოდიც სიმძიმის ზეწოლას არ მოიცავს, როგორც ეს სხვა თევზების მშრალი დამარილების დროს ხდება.

ინგრედიენტები:

  • 1 საშუალო ზომის სკუმბრია
  • 3-5 ჩ/კ მარილი
  • 0.5 ჩ/კ შავი დაფქული წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი

მომზადება:

1.თევზი გაწმინდეთ, ძვლები მოაშორეთ. სკუმბრიას ცოტა ძვალი აქვს, ამიტომ ამოცანა რთული შესასრულებელი არაა.

2.წიწაკა და მარილი აურიეთ. მიღებული ნარევი თევზს წაუსვით. თევზის შიგნით ნიორი მოათავსეთ და ყველაფერი მაცივარში 12 საათით შედგით.

3.მითითებული დროის გასვლის შემდეგ, თევზი გამოიღეთ, სითხე გადაღვარეთ და კვლავ მაცივარში შედგით – ახლა უკვე 24 საათით.

4.დროის გასვლის შემდეგ თევზიდან ნიორი ამოიღეთ, რადგან მან თევზს თავისი გემო და არომატი უკვე მიანიჭა. კერძი მაცივარში კიდევ 24 საათით დატოვეთ.

5.შესანიშნავი დამარილებული სკუმბრია მზად არის. შეგიძლიათ მისი სუფრაზე გატანის ექსპერიმენტები დაიწყოთ. გემრიელად მიირთვით!

სუფრაზე შეგიძლიათ კარტოფილთან ან სხვა კერძთან ერთად გაიტანოთ, ან დამარილებული სკუმბრია როგორც პურთან ცალკე წასახემსებელი ისე გამოიყენოთ. თუ კერძის ცალკე მირთმევას გადაწყვეტთ, წყალში გავლება არ დაგავიწყდეთ, რომ ზედმეტი მარილი და ნიორი მოაშოროთ.

სახლის პირობებში სკუმბრიის დამარილება არა ერთ დღეს მოითხოვს და მოთმინება ყველას არ ყოფნის, რომ დეგუსტაციას დაელოდოს. მაგრამ გარწმუნებთ, რომ ეს ამად ღირს, რადგან კერძი, რომელსც დიდი ხანია ელოდებით, კიდევ უფრო გემრიელი გეჩვენებათ. ამასთან შეგიძლიათ არა ერთი, არამედ რამდენიმე თევზი დაამარილოთ. ინგრედიენტების რაოდენობა პროპორციულად გაიზრდება.

სკუმბრიას შეიძლება თასმისებრი ჭიები ჰქონდეს, რაც მისი მომზადების დროს უნდა გაითვალისწინოთ. პარაზიტების მოსაშორებლად მომზადებამდე თევზის შენახვის პირობები უნდა იცოდეთ. საყინულის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი პარაზიტებს 5 დღეში კლავს, ხოლო მინუს 24 გრადუსი 3 დღეში.

მოგეწონათ რეცეპტი? მეგობრებს აუცილებლად გაუზიარეთ!