ინგრედიენტები
ამ ინგრედიენტებით გამოდის 70 ცალი
- შედედებული რძე 1 ქილა
- კარაქი 1 შეკვრა
- ვანილი
- გახეხილი ქოქოსი 200გ
- ნუში 1 ჭიქა
მომზადება
- დარბილებული კარაქი დაჭყლიტეთ ჩანგლით.
- კარაქს დაუმატეთ შედედებული რძე, ვანილი და 100გ ქოქოსი.
- კარგად ათქვიფეთ.
- მიღებული კრემი მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.
- გამოიტანეთ მაცივრიდან, კოვზით ამოიღეთ, მიეცით კანფეტის ფორმა და მასში მოათავსეთ ნუჭი.
- მზა კანფეტები ამოავლეთ ქოქოსში, შეინახეთ მაცივარში.
გემრიელად მიირთვით!