თუ საკონდიტრო ნაწარმი თქვენი ყველაზე დიდი გატაცებაა, დღევანდელი რეცეპტი სპეციალურად თქვენთვისაა შექმნილი!
„გასტრონომია“ ჩქარობს გიამბოთ, თუ როგორ მოამზადოთ „მედოვიკი“, რომელსაც ვერც ერთი დესერტი ვერ შეედრება.
კლასიკური მედოვიკი არაჟნის კრემით
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 2 კვერცხი
- 320 გრ ფქვილი
- 100 გრ შაქარი
- 150 გრ თაფლი
- 8 გრ სოდა
- მწიკვი მარილი
კრემის ინგრედიენტები:
- 1 კგ არაჟანი
- 30 გრ შაქარი
- 80 გრ შავქლიავი
- 1 ლიმონის ცედრა
- 3 ს/კ ლიმონის წვენი
- ვანილი გემოვნებით
მომზადება:
1. პირველ რიგში, ფქვილი გაცერით და ღრმა თასში თაფლს აურიეთ. სოდა დაუმატეთ და ერთგვაროვანი ცომი მოზილეთ. შემდეგ სამზარეულოს პირსახოცი დააფარეთ და 4 დღე გააჩერეთ.
2. მას შემდეგ, რაც ცომი დაისვენებს, 12 თანაბარ ნაწილად გაყავით. შემდეგ თითოეული ნაწილი ფქვილ მოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაანაწილეთ.
პერგამენტის ქაღალდიდან ნიმუში გამოჭერით, რომ ბისკვიტი ერთგვაროვანი ფორმის გამოვიდეს. შემდეგ მორიგეობით თითოეული ცომის ნაწილი ტეფლონის ხალიჩაზე გააბრტყელეთ.
3. ღუმელი 160 გრადუსამდე გაახურეთ და ბისკვიტი 5-7 წუთით აცხვეთ.
4. როცა ბისკვიტი ოქროსფერ შეფერილობას შეიძენს, ღუმელიდან გამოიღეთ და გააგრილეთ. მორიგი ბისკვიტის ფენა გამოაცხვეთ.
5. გაგრილებულ ბისკვიტის ფენებს კუთხეები მოაჭერით, რომ გაასწოროთ. მოჭრილი კუთხეები დააქუცმაცეთ და ბოლოს მოსართავად გამოიყენეთ.
6. ბისკვიტის ფენების მომზადების შემდეგ შეგიძლიათ კრემის მომზადებას შეუდგეთ. პატარა, ღრმა თასში არაჟანი, შაქარი და ლიმონის წვენი აურიეთ. აქვე ცედრა და ვანილი დაუმატეთ.
შავქლიავი 10-15 წუთით მდუღარე წყალში ჩაალბეთ, შემდეგ წყალი გადაასხით. ჩირი დააქუცმაცეთ და ცალკე თეფშზე მოათავსეთ.
7. ბისკვიტის ფენას არაჟნის კრემი წაუსვით, შავქლიავი მოაყარეთ, შემდეგ ზემოდან მეორე ბისკვიტის ფენა დაადეთ და პროცედურა გაიმეორეთ, სანამ ბოლო ბისკვიტის ფენას არ დაადებთ.
ტორტის ზედა ნაწილს კრემი წაუსვით და დაქუცმაცებული ბისკვიტის კუთხეებით გააფორმეთ. მედოვიკი მაცივარში 5-7 საათით შეინახეთ, რომ კარგად გაიჟღინთოს.
მზა მედოვიკი მაცივარში მაქსიმუმ 2 დღე შეინახეთ, რადგან ძალიან ბევრ რძის პროდუქტს შეიცავს და მაცივრის ბევრ უცხო სუნს იწოვს.
ტორტი შეგიძლიათ თვითნაკეთი ფორმებით ან თეთრი შოკოლადით გააფორმოთ. დაქუცმაცებული ნიგოზი ტორტს გააფორმებს და საინტერესო გემოს შემატებს.