საუცხოო ტორტი გამოცხობის გარეშე. ეს შიგთავსი თავბრუს დაგახვევთ

3011

გემრიელი დესერტით დასატკბობად და ახლობლების გასახარებლად, არ არის საჭირო, სუპერკულინარი იყოთ და საათობით იტრიალოთ სამზარეულოში. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ ტორტის რეცეპტს, რომელსაც ცხობა არ სჭირდება და სანამ ის კრემს შეიწოვს მაცივარში, შეგიძლიათ მოდუნდეთ და ფინჯანი ყავა მიირთვათ. ეს დესერტი ძალიან მარტივად მზადდება. მისთვის მზა ნამცხვრებია („პეჩენიები“) საჭირო, გემოთი კი გამომცხვარ ფირფიტებს ჰგავს. სცადეთ!

ინგრედიენტები

  • 48 ც ნამცხვარი
  • 500 გრ ხაჭო
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 250 გრ არაჟანი
  • 150 გრ შავი ქლიავის ჩირი
  • 100 გრ კარაქი
  • შავი შოკოლადი გემოვნებით

მომზადება

  1. დაასხით შავ ქლიავს მდუღარე წყალი, გააჩეეთ 15 წუთით შემდეგ გადაასხით სითხე და დაჭერით ჩირით.
  2. მოამზადეთ კრემი. დააბლენდერეთ ხაჭო და შაქარი, დაამატეთ ცხიმიანი არაჟანი, კარგად მოურიეთ.
  3. შემდეგ დაამატეთ მასას დარბილებული კარაქი, კვლავ მოურიეთ.
  4. დაალაგეთ რბილი ნამცხვრების პირველი ფენა (12 ცალი). წაუსვით კრემის ნაწილი, შემდეგ მოათავსეთ შავი ქლიავი და ასე გაიმეორეთ პროცედურა. შედეგად 4 ფენა გამოგივათ.
  5. დატოვეთ ცოტაოდენი კრემი ზედა ფენის წასასმელად. მორთეთ კაკაოს ფხვნილით ან დაფხვნილი შავი შოკოლადით.

ამ ტორტში შავი ქლიავის ჩირი გამოიყენება, თუმცა, შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ბანანით ან ნებისმიერი საყვარელი ხილით. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან გემრიელი გამოვა!