რა ნიშნებით უნდა შეიძინოთ ბულგარული წიწაკა, რომ არ შეცდეთ

1119

ბულგარული წიწაკა C ვიტამინის წყაროა. ციტრუსი და მოცხარიც კი კონკურენციას ვერ გაუწევენ. ის სალათებს და სხვა კერძებს შესანიშნავად ავსებს. გარდა ამისა, ტკბილი წიწაკის მიღება კარგ ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას ხელს უწყობს. ცოტამ თუ იცის, თუ როგორ შეარჩიოს სწორი წიწაკა მიზნის მიხედვით.

ბევრი სხვა ბოსტნეულის მსგავსად ბულგარული წიწაკა შეიძლება იყოს „ბიჭი“ და „გოგო“. დღეს გიამბობთ, თუ მათ შორის რა განსხვავებაა და რისთვის გამოიყენება თითოეული მათგანი. სხვაობა კი, კოლოსალურია!

ტკბილი ბულგარული წიწაკა

წიწაკის სქესის გასაგებად უბრალოდ გადააბრუნეთ. თუ წიწაკას 4 სექტორი აქვს – ეს ქალის ტიპია. თუ 3 სექტორი აქვს – კაცის. ესეც მთელი საიდუმლო. გარეგნულ განსხვავებას მიეკუთვნება ფორმა: „ბიჭი“ უფრო წაგრძელებული, „გოგო“ კი ფართო და მოკლეა. ახლა ყველაზე საინტერესო – გემოში განსხვავება და გამოყენება.

ქალი წიწაკის გემო უფრო ტკბილია, ვიდრე კაცის. გარდა ამისა, „გოგო“ რბილია. სჯობს ახალი სახით მიიღოთ. სხვადასხვა სალათები მოამზადეთ, მაგრამ რაგუს ან ხორცს სჯობს არ დაუმატოთ – კერძი ძალიან წყლიანი გამოვა.

კაცი წიწაკა საპირისპირო თვისებებს ფლობს. ის უფრო მჟავე და მაგარია. სწორედ ამიტომ, გამოდგება კონსერვებისთვის, რაგუსა და სხვა კერძებისთვის, რომელთაც თერმული დამუშავება სჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ ფარშით გაავსოთ. პრინციპში, უმით სახით გემრიელია, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ქალი ბულგარული წიწაკა.

საინტერესოა ფაქტი, რომ ბიჭი-წიწაკის შიგნით უფრო ნაკლები თესლია. ასე, რომ თუ წიწაკის დასარგავად აღება გსურთ, უპირატესობა გოგო-წიწაკას მიანიჭეთ.

ცოტამ თუ იცის, რომ უფრო მეტი სასარგებლო ვიტამინი და მიკროელემენტი ბულგარული წიწაკის ფეხის მახლობლად მდებარეობს, რომელსაც ხშირად ვჭრით და ვაგდებთ. კიდევ ერთი ხრიკი: წიწაკა რაც უფრო მძიმეა, მით უფრო წვნიანია.

ბულგარული წიწაკის შეძენის დროს განსაკუთრებული ყურადღება ყუნწს დაუთმეთ. ის მწვანე და მაგარი უნდა იყოს. რეკომენდებული არაა ხმელი ან შავი ყუნწის მქონე წიწაკის შეძენა. მასში არაფერი სასარგებლო არ იქნება.

დალაქავებული წიწაკის ყიდვაც არ ღირს, განსაკუთრებით ახალი სახით მისაღებად. მუქი, წერტილებიანი და გაბერილი ქერქი და ყუნწი წიწაკის სოკოთი დაინფიცირებაზე საუბრობს. ნარინჯისფერი ლაქები საუბრობს იმაზე, რომ ნაყოფი მწერების მსხვერპლი გახდა.

ახალი წიწაკა მაცივარში შეგიძლიათ ზუსტად 1 კვირა შეინახოთ, მაგრამ პოლიეთილენის პაკეტში არ მოათავსოთ – ასე სწრაფად გაფუჭდება და უკვე 2 დღეში სალათისთვის უსარგებლო გახდება.

მხოლოდ გემრიელი და ახალი ბულგარული წიწაკა შეარჩიეთ, რომელიც თქვენს ორგანიზმს სარგებელს მოუტანს. სასარგებლო ინფორმაცია მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.