ბერძენმა დედამთილმა საოცარი რეცეპტი გამიზიარა – ფუნთუშები კომბოსტოთი, რომელიც ძალიან შემიყვარდა!

583

ჩემი დედამთილი უკვე დიდი ხანია, რაც საბერძნეთში ცხოვრობს, ამიტომაც იქაური სამზარეულოს საიდუმლოებების შესწავლა მოახრეხა, ამ ყველაფერს მე დიდი სიამოვნებით მიზიარებს.

ამ კერძის მზადებისას დატრიალებული არომატი თქვენს ოჯახის წევრებს ძალიან გააოცებთ.

ჩემი შვილები წვნიანებთან პურიე ნაცვლადაც კი მიირთმევენ მას.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • 1 პაკეტი საფუარი
  • უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილი 800გ
  • 410მლ წყალი
  • მარილი გემოვნებით

შიგთავსისთვის

  • 2კგ კომბოსტო
  • 2 ხახვი
  • გამომშრალი პიტნა
  • ოხრახუში, კამა, მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა

მომზადება

  1. მოვამზადოთ თხევადი ცომი: საფუარი გახსენით ცხელ წყალში, დაუმატეთ ფქვილი, დატოვეთ თბილ ადგილას, რათა ამოფუვდეს. როცა ამოფუვდება, დაუმატეთ ფქვილი და წყალი. მოზილეთ და ისევ დაასვენეთ.
  2. დაჭერით ხახვი, მოთუშეთ. როცა ხახვი გახდება მოყავისფრო, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კომბოსტო. მოთუშეთ.
  3. როცა ტაფაზე არსებული ინგრედიენტები შეიცვლიან ფერს, დაუმატეთ პიტნა და შემდეგ დანარჩენი მწვანილი.
  4. შიგთავსი მზად არის, ცომიც ამოფუვდა, დავიწყოთ მზადება!
  5. ცომი გაყავით ნაჭრებათ და კარგად გააბრტყელეთ თითოეული.
  6. შიგთავსი მოათავსეთ ცენტრში და კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
  7. ქვაბი აავსეთ ზეთით ისე, რომ ფუნთუშები მთლიანად დაიფაროს.
  8. ზეთი უნდა იყოს ძალიან ცხელი, მაგრამ არ უნდა დუღდეს. შეწვით ფუნთუშები.
  9. მზა ფუნთუშები გადაიტანეთ ხელსახოცზე, რათა მოშორდეს ზედმეტი ცხიმი.

გემრიელად მიირთვით!