საოცარი ტორტი “სპარტაკი” ნაზი მოხარშული კრემით

2451

ეს დესერტი უდაოდ ძალიან გემრიელია! ტკბილეულის მოყვარულებს ის აუცილებლად მოეწონებათ.

ინგრედიენტები

კორჟისთვის

  • ფქვილი – 350გ
  • კაკაო – 30გ
  • კარაქი – 150გ
  • 2 კვერცხი
  • სოდა – 5გ
  • გამაფხვიერებელი – 5გ

კრემისთვის

  • ცხიმიანი არაჟანი – 350გ
  • შაქარი – 130გ
  • ვანილი – 10გ
  • ნებისმიერი სახამებელი – 20გ
  • 1 კვერცხი
  • კარაქი (არა უმცირეს 80%) – 200გ

მინანქრისთვის

  • შაქარი – 100გ
  • კაკაო – 30გ
  • რძე – 50გ
  • კარაქი – 50გ

მომზადება

მოვამზადოთ კორჟი:

  1. გაცერით ფქვილი, დაუმატეთ კაკაო და გამაფხვიერებელი.
  2. ქვაბში მოათავსეთ თაფლი, კარაქი, შაქარი. ინგრედიენტებით სავსე ქვაბი მოათავსეთ შედარებით დიდ ქვაბში, რომელიც უნდა გაავსოთ ადუღებული წყლით (ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე).
  3. მას შემდეგ, რაც ინგრედიენტები გალღვება, დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და მოურიეთ.
  4. მზა მასას დაუმატეთ კაკაო და ფქვილი, მოზილეთ ცომი. ცომს დააფარეთ პირსახოცი და დატოვეთ თბილ ადგილას 15 წუთი.
  5. ცომი დაანაწევრეთ 8 ნაწილად. დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ მაცივარში (დაახლოებით 45 წუთი).
  6. გამოიტანეთ ცომი, მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გააბრტყელეთ ცომი თხლად. გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. ცომის თითოეული ნაჭერი ამ მეთოდით გამოაცხეთ.

მოვამზადოთ კრემი:

  1. ერთად მოათავსეთ ყველა პროდუქტი (გარდა კარაქისა) და გაალღვეთ კორჟის ინგრედიენტების მსგავსად. ხარშეთ სანამ მასა არ გასქელდება (დაახლოებით 15 წუთი).
  2. მასა გადაიტანეთ ჯამში და გააგრილეთ. ათქვიფეთ გამღვალი კარაქი და ნელ-ნელა თქვეფის პრცესში დაუმატეთ კრემის მასას.

მოვამზადოთ მინანქარი:

  1. ქვაბში მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი (გარდა კარაქისა), აადუღეთ. წამოდუღების შემდეგ, დაელოდეთ რამდენიმე წუთი (ურიეთ განუწყვეტლივ), გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ კარაქი.

ავაწყოთ ტორტი:

  1. თითოეულ კორჟს წაუსვით კრემი, ხოლო ბოლო ფენას მოასხით მინანქარი. დესერტი მოათავსეთ მაცივარში 10-12 საათი.

გემრიელად მიირთვით!