რატომ უნდა გაახვიოთ კოვზები ცომში და ღუმელში გამოაცხოთ

1118

რთული რეცეპტები ძალიან არ მიყვარს. ამ წასახემსებლის გენიალურობა წვრილმანებშია. პირველ რიგში, თამამად შეგიძლიათ მზა ფენოვანი ცომი გამოიყენოთ, კერძის გემო ამით არ დაზიანდება. მეორეც, უამრავი ვარიაცები არსებობს. აქ კულინარიული ფიქრებით შეგიძლიათ გაფრინდეთ. ბოლოს, ბონუსი: წარმოუდგენელი სილამაზე, რესტორნის შიკი სახლის პირობებში. ეს შესანიშნავი იდეა შეგიყვარდებათ, ამაში ეჭვიც არ მეპარება!

რა შეიძლება მოამზადოთ ფენოვანი ცომით

ეს ყველაზე ორიგინალური ტარტალეტია, რომელიც ოდესმე მინახავს. შეგიძლიათ სხვადასხვა შიგთავსით მოამზადოთ. ამ შემთხვევაში გთავაზობთ კლასიკურ შიგთავსს, ძალიან ლამაზი ვარიანტი წითელი ხიზილალით.

ინგრედიენტები:

  • ფენოვანი ცომი
  • რამდენიმე ჩვეულებრივი ჩაის ან დესერტის კოვზი
  • გაყინული კარაქი
  • წითელი ხიზილალა

მომზადება:

1. ცომი გააბრტყელეთ, მასზე კოვზები ერთმანეთისგან 4 სმ-ს დაშორებით მოათავსეთ. დანის დახმარებით თითოეული კოვზის ფორმა გამოჭერით.

2. ცომი კოვზზე ოდნავ მიამაგრეთ, რომ ფორმა მიიღოს. საცხობ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და მასზე კოვზები ცომით მოათავსეთ. შედევრი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

3. კოვზებს სრულად გაგრილება აცადეთ! გაყინული კარაქი წვრილ სახეხზე გახეხეთ.

4. ცომის კოვზები კარაქით გაავსეთ, ზემოდან წითელი ხიზილალა დაუმატეთ. მზადაა! ეს წარმოუდგენლად გემრიელია, გარეგნულად კი შეუდარებლად გამოიყურება!

აი, დეტალური რეცეპტი! შესანიშნავი იდეა, თვალს ვერ ვაშორებ.

ახლა უკვე ვიცი, რა გამოვაცხო ფენოვანი ცომით სწრაფად! რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ცომი თავად მოამზადოთ! ყველაფერი სტუმრების სიამოვნებისთვის!

თუ იდეამ თქვენზე შთაბეჭდილება მოახდინა, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ. წასახემსებლის სუფრაზე გატანის ასეთი იდეა ნამდვილად არ ეცოდინებათ.