რაში მდგომარეობს კენკრის გვირგვინის სილამაზე

1013

შტოშის გვირგვინი ძალიან ორიგინალური შინაურული დესერტია, რომელიც არა მხოლოდ თქვენი სტუმრების თვალს გაახარებს, არამედ მათ კუჭსაც. ის ძალიან გემრიელი, ჰაეროვანი და მიმზიდველი გამოდის. შტოში ტკბილეულს საინტერესო სიმჟავეს და უჩვეულო შეფერილობას ანიჭებს.

შტოშის ნაცვლად შეგიძლიათ ნებისმიერი სხვა კენკრა გამოიყენოთ, მაგალითად, მოცხარი ან ჟოლო. გარდა ამისა, გვირგვინს შეგიძლიათ შაქრის პუდრა მოაყაროთ.

შტოშის გვირგვინი

ცომის ინგრედიენტები:

  • 500 გრ ფქვილი
  • 25 გრ ახალი საფუარი
  • 3/4 ჭიქა რძე ან წყალი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 60 გრ კარაქი
  • ½ ჩ/კ მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 1 ½ ჭიქა შტოში
  • ½ ჭიქა შაქარი
  • 1 ½ ჩ/კ ფორთოხლის ცედრა

მომზადება:

1. საფუარი ნახევარ ჭიქა თბილ რძეში ან წყალში გახსენით, შემდეგ ნახევარი ფქვილი დაუმატეთ, აურიეთ და ცომი თბილ ადგილას 1-2 საათით გააჩერეთ.

2. 2 საათის შემდეგ აფუებულ ცომს გაგრილებული სითხე, შაქართან და მარილთან ერთად ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ. დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. ამის შემდეგ მოზილეთ, თანდათანობით კარაქი დაუმატეთ.

3. ცომი მანამ მოზილეთ, სანამ ის გლუვი არ გახდება და ხელზე აღარ მიგეკვრებათ. ცომით სავსე თასს პარკი გადააფარეთ და მაცივარში 2 საათით შეინახეთ.

4. სანამ ცომი გრილდება, შტოში დააბლენდერეთ ან ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. ღრმა ტაფაზე მოათავსეთ, ფორთოხლის ცედრა და შაქარი დაუმატეთ და საშუალო ცეცხლზე გასქელებამდე ხარშეთ, მუდმივად აურიეთ.

5. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ, ფქვილ მოყრილ სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ და გააბრტყელეთ 60×30 სმ მართკუთხედად. მართკუთხედის ზედაპირზე, ცომის კიდეებიდან 1,5 სმ სივრცის დაშორებით, შიგთავსი თანაბარ ფენად გადაანაწილეთ.

6. ცომი რულეტად გაკეცეთ: ცომის ერთი მესამედი ფართო ნაწილით შუა ნაწილი დაფარეთ, შემდეგ მეორე კუთხეც დაფარეთ. შედეგად 30×20 სმ მართკუთხედის ფორმა უნდა მიიღოთ.

7. ცომის კიდეები დაამაგარეთ, რულეტზე საგორავი მსუბუქად გადაატარეთ. რულეტი დაახლოებით 3 სმ სიგანის 12 ზოლად დაჭერით.

8. თითოეული ზოლი 3-4-ჯერ დაახვიეთ, ბოლოები გვირგვინის მსგავსად შეკარით. გვირგვინები ცხიმ წასმულ საცხობ ფორმაზე დააწყვეთ და 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 12-15 წუთით აცხვეთ.

9. მზა გრილ გვირგვინებს შაქრის ჭიქური წაუსვით ან შაქრის პუდრა მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!