პაცინდი მოლდოვური მრგვალი ცხობილაა, რომელიც ტაფაზე მზადდება.
შიგთავსი შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენი გემოვნებით: ხაჭო მწვანილით, ხორცი, კომბოსტო, ვაშლი, გოგრა. . . შეგიძლიათ გამოიყონოთ ნებისმიერი სახეობის ცომი.
ინგრედიენტები
- 500გ ფქვილი
- 300მლ წყალი
- 1 ჩაის კოვზი მარილი
- 400გ კარტოფილი
- 1 ხახვი
- ოხრახუში
- მცენარეული ზეთი
მომზადება
1.გაცერით ფქვილი, ჩააღრმავეთ ცენტრში, დაუმატეთ მარილი და წყალი. მოზილეთ ცომი და დაასვენეთ 10-15 წუთი.
2.ჩაზილეთ ცომი, გაყავით 6-8 ნაწილად, დაამრგვალეთ. ისევ დააფარეთ ხელსახოცი და დაელოდეთ 10 წუთი.
3.მოვამზადოთ შიგთავსი: კარტოფილი გაასუფთავეთ, საჭერით კუბიკებად, დაუმატეთ მწვანილი და ხახვი. მოაყარეთ მარილი გემოვნებით.
4.გააბრტყელეთ ცომი და მოათავსეთ 1-2 სუფრის კოვზი შიგთავსი.
5.შეწვით ცხელ ტაფაზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!