ფაფუკი კატლეტები “ჩიტის რძე” სახელწოდებას ნამდვილად ამართლებს! შიგთავსი – საოცრებაა…

977

გემრიელი კატლეტები “ჩიტის რძე”, როცა სახელწოდება ყველაფერს ამბობს.

ქათმის ფარში – იწოვს შიგთავსის გემოს და ძალიან ფაფუკი გამოდის.

ინგრედიენტები

  • 500გ ქათმის ფარში
  • 2-3 ნაჭერი პური
  • 1 ხახვი
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • 2 უმი კვერცხი
  • მწვანილი
  • 200მლ რძე
  • 1/2 ჭიქა ფქვილი
  • 100გ გახეხილი ყველი
  • 20გ კარაქი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • მწიკვი სოდა

მომზადება

  1. პური დაალბეთ 100მლ რძეში. ხორცსაკეპში გამოატარეთ ხახვი, რძიანი პური. მიღებული მასა დაუმატეთ ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.
  2. მოამზადეთ შიგთავსი: მოხარშული კვერცხი, ყველი და კარაქი დახეხეთ, დაუმატეთ დაქუცმაცებული მწვანილი და მოურიეთ.
  3. ფარშისგან მოამზადეთ ბურთულები, მოათავსეთ შიგთავსი და კარგად დააფიქსირეთ.
  4. მოამზადეთ თხევადი ცომი: ათქვიფეთ კვერცხი. 100მლ რძე, ფქვილი, სოდა, მარილი და წიწაკა.
  5. ამოავლეთ კატლეტები ცომში და შეწვით.

 

ქათმის ფარში შეგიძლიათ შეცვალოთ ღორის ან საქონლის ხორცით. ამ შემთხვევაში უნდა გამოაცხოთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!