ტორტი ” ჩიტის რძე” მანანის ბურღულით: განსხვავებულად დიდი, ჰაეროვანი და ძალიან გემრიელი

986

როგორც ტორტი, ასევე კანფეტი “ჩიტის რძე” შეგიძლიათ ნებისმიერ მაღაზიაში შეიძინოთ – ამ დესერტმა უკვე ძალიან დიდი ხანია დაიპყრო ჩვენი გულები. სამწუხარო მარაზიაში შეძენილ ამ ტკბილეულს მისთვის დამახასიათებელი გემო არ აქვს.

დღეს ჩვენ საუკეთესო დესერტის მომზადებაში დაგეხმარებით!

ნამდვილ ჩიტის რძეს მოსკოვის რესტორან “პრაღაში” დააგემოვნებთ, რომელიც ვლადიმერ გულარნიკმა შექმნა.

მაგრამ მისი რეცეპტის ბევრი პატენტი შეიქმნა, ყველა ამზადებდა ამ ტკბილეულს ვისაც არ ეზარებოდა. დიასახლისებიც არ ჩამორჩნენ ამ ამბავს და ბევრი რეცეპტის გაერთიანებითა და შეცვლით შექმნეს საუკეთესო.

დღეს ჩვენ თქვენთან ერთად მოვამზადებთ ჩიტის რძეს მანანის ბურღულზე კრემით. ის განსხვავდება კლასიკური ვარიანტისგან, სწორედ ამიტომ მომწონს მე ის.

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 160გ ხორბლის ფქვილი
  • 200გ შაქარი
  • 130გ კარაქი
  • 4 კვერცხი
  • 40გ კაკაო
  • 12გ ვანილი
  • 12გ გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 800მლ რძე
  • 130გ მანანის ბურღული
  • 300გ კარაქი
  • 150გ შაქარი
  • 1 ლიმონი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 80გ შაქარი
  • 50გ არაჟანი
  • 40გ კარაქი
  • 30გ კაკაო

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ათქვიფეთ მიქსერით. მასა უნდა ამოფუვდეს.

2.ათქვიფეთ კარაქი, მოაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მოასხით რძე.

3.დაუმატეთ კვერცხის მასა და კარგად მოურიეთ.

4.ცომი გაყავით 2 ნაწილად, ერთერთს დაუმატეთ კაკაო და მოურიეთ. მეორე ნაწილი დატოვეთ უცვლელად.

5.გამოასაცხობ ფორმას წაუსვით კარაქი, ჩასხით ერთი ფერი ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10 წუთი. ამავე მეთოდით გამოაცხვეთ მეორე კორჟი.

6.მოვამზადოთ კრემი. ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი, მანანის ბურღული, მოურიეთ, მოხარშეთ დაბალ ცეცხლზე, მასა უნდა შესქელდეს. ამის შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

7.გარეცხეთ ლიმონი, მოაშორეთ ქერქი და გამოწურეთ. ათქვიფეთ კარაქი, დაუმატეთ ლიმონის ქერქი და წვენი. კარაქის მასას დაუმატეთ მანანის ბურღულის მასა და ისევ ათქვიფეთ. უნდა გამოგივიდეთ არომატული სქელი კრემი.

8.ააწყვეთ ტორტი: ფორმის ძირზე მოათავსეთ მუქი კორჟი, ზემოდან წაუსვით მთლიანი კრემი და დააფარეთ ღია ფირფიტა. ოდნავ დააჭირეთ ხელებით და დესერტი მოათავსეთ მაცივარშუ მთელი ღამე.

9.მინანქრის მოსამზადებლად ყველა ინგრედიენტები მოათავსთ ერთ ქვაბში, დადგით დაბალ ცეცხლზე.

10.მოასხით მინანქარი და ისევ მოათავსეთ მაცივარში 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!