ფრანგული მოხარშული ფუნთშების რეცეპტი

984

გუჟერი – საოცარი ფრანგული ფუნთუშეებია ყველით. ეს არატკბილი ცხობილა ძალიან უხდება ღვინოს.

ინგრედიენტები

  • 1/2 ჭიქა წყალი
  • 50გ კარაქი
  • 100გ ხორბლის ფქვილი
  • 20გ კარტოფილის სახამებელი
  • 3 კვერცხი
  • 100გ ყველი
  • მარილი
  • შიგთავსი გემოვნებით

მომზადება

1.წვრილად გახეხეთ ყველი.

2.სახამებელს დაუმატეთ უმაღლესი ხარისხის ფქვილი.

3.ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ დაჭრილი კარაქი, მოაყარეთ მარილი და აადუღეთ.

4.ადუღებულ წყალში ჩაყარეთ ფქვილი სახამებელთან ერთად. ძალიან სწრაფად მოურიეთ ნიჩბით. გამორთეთ ცეცხლი და გააგრილეთ.

5.დაუმატეთ თითო-თითოდ კვერცხი, ყოველ ჯერზე ზილეთ ცომი.

6.შემდეგ დაუმატეთ გახეხეილი ყველი და მოურიეთ.

7.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე.

8.გამოსაცხობ ფორმას მოაყარეთ ფქვილი და გადაიტანეთ ცომი კოვზით ან საკონდიტრო ტომრით.

9.გამოაცხვეთ 20 წუთი. დროის ამოწურვის შემდეგ გამოაღეთ ღუმელის კარი და დაელოდეთ 10 წუთი. შემდეგ გაჭერით ფუნთუშები და ამოავსეთ შიგთავსით.

შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ: ყველი, დაჭყლეტილი ნიორი და მაიონეზი. ჩრთილოეთის ორაგული, მოივას იკრა და ხაჭოს ყველი.

გემრიელად მიირთვით!