სწრაფი ფენოვანი ხაჭაპური ყველით და მწვანილით

2164

მაღაზიაში მზა ფენოვანი ცომის შეძენა ძალიან გვეხმარება დროის დაზოგვაში.

ხაჭაპური ფენოვანი ცომისგან 10 წუთში.

ინგრედიენტები

  • ფნოვანი ცომი
  • მარილიანი ყველი 100გ
  • კამა
  • გამოსაცხობი ქაღალდი

მომზადება

  1. სანამ ფენოვანი ცომი ლღვება, გახეხეთ ყველი და დაჭერით მწვანილი. ცალკე ჯამში ყველს დაუმატეთ კამა და გაყავით 2 ნაწილად.
  2. ცომი გაყავით 2 ნაწილად. ნახევარი გააბრტყელეთ, მიეცით ოთხკუთხედი ფორმა.
  3. ცომის კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი, ცომი გადაკეცედ შუაზე, კარგად დააფიქსირეთ კუთხეები.
  4. გამოსაცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, მოათავსეთ 2 ხაჭაპური და გამოაცხვეთ 5 წუთი.
  5. გადააბრუნეთ ხაჭაპური და გამოაცხვეთ კიდევ 5 წუთი.

გემრიელად მიირთვით!