აი რა გამოდის, როცა კულინარია ხელოვნებაში გადადის. ვაშლის ვარდები ამის ნათელი მაგალითია!

950

თუ თქვენ ეფექტური დესერტის მომზადება გინდათ, მაშინ ამ რეცეპტით იხელმძღვანელეთ. ტკბილი ვარდების მომზადება უმარტივესია!

ინგრედიენტები

  • 2 წითელი ვაშლი
  • ნახევარი ლიმონის წვენი
  • 3 სუფრის კოვზი გარგრის ჯემი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • დარიჩინი
  • ფენოვანი ცომი

მომზადება

1.დაჭერით ვაშლი და ამოავლეთ ლიმონის წვენში.

2.ვაშლი მოათავსეთ მიკროტალღურში 3 წუთი.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ გარგრის ჯემი და წყალი, მოათავსეთ მიკროტალღურში 1 წუთი.

4.გააბრტყელეთ ცომი და გრძლად დაჭერით. წაუსვით ჯემი და ტანაბრად გადაანაწილეთ ვაშლი, მოაყარეთ დარიჩინი.

5.გადაახვიეთ ცომი და მიეცით ვარდის ფორმა. მოათავსეთ კექსის ფროამში და გამოაცხვეთ 45 წუთი 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!