ყოველ ზაფხულს ვტესტავ ამ რეცეპტს, არცერთხელ არ გამცრუებია იმედი!
ნაყინი ყოველთვის გამოდის საოცრად გემრიელი.
ინგრედიენტები
- 2 სუფრს კოვზი შაქარი
- 1 ჭიქა რძე ან ნაღები
- 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
- 1/2 ჭიქა მარილი
- ყინული
- 1 დიდი და 1 პატარა პაკეტი ელვით
მომზადება
1.შაქარს დაუმატეთ რძე და ვანილის ექსტრაქტი. ეს მასა მოათავსეთ პატარა პაკეტში და მჭიდროდ შეკარით.
2.ახლა კი ცოტა მაგიის დროა. მარილს დაუმატეთ ყინული, მოათავსეთ დიდ პაკეტში. დიდ პაკეტში მოათავსეთ პატარა პაკეტი.
3.დაიწყეთ თქვეფა! სულ რაღაც 5-7 წუთი და უგემრიელესი ნაყინი მზად არის!
4.ნაყინით სავსე პაკეტი გარეცხეთ ცივი წყლით.
5.გახსენით პაკეტი და დააგემოვნეთ ნაყინი.
გემრიელად მიირთვით!