შოკოლადის მედოკი “ქალის ახირება”. ყველასათვის საყვარელი ტორტი

1217

ინგრედიენტები

კრემისთვის

  • 2 ჭიქა რძე
  • 2 ცალი კვერცხი
  • 0,5-1 ჭიქა შაქარი
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1-2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 100გ კარაქი
  • 200გ ნიგოზი

ცომისთვის

  • 3 ცალი კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 ჩაის კოვზი სოდა
  • 60გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 2-2,5 ჭიქა ფქვილი

მინანქრისთვის

  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • 3 სუფრის კოვზი შაქარი
  • 30გ კარაქი
  • 1 სუფრის კოვზი არაჟანი

მომზადება

  1. მოდით მოვამზადოთ კრემი. შაქარს დაუმატეთ ფქვილი, რძე, ვანილი და კვერცხი. კარგად მოურიეთ.
  2. მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე შესქელებამდე, შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან , დაუმატეთ კაკაო და კარგად მოურიეთ.
  3. გააგრილეთ კრემი.
  4. დავიწყოთ ცომის მომზაადება. ჯამში მოათავსეთ შაქარი, თაფლი, კვერცხი, სოდა და კარაქი, მოათავსეთ წყლის აბაზანაზე, კარგად მოურიეთ და მოხარშეთ 5 წუთი. როცა მასა გახდება ერთგვაროვანი, გადმოიტანეთ წყლის აბაზანიდან, დაუმატეთ კაკაო და კარგად მოურიეთ.
  5. ნელ-ნელა მოაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ კოვზით.
  6. შემდეგ, გადაიტანეთ მაგიდაზე და ფქვილის მეშვეობით მოზილეთ ცომი, გაყავით 8 ნაწილად.
  7. გაბრტყელებული ცომ დაჭერით და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 3-5 წუთი. ცომის ზედმეტი ნაჭრებიც გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ, რათა მოაყაროთ ტორტს ზემოდან.
  8. კრემს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად ათქვიფეთ. წვრილად დაჭერით ნიგოზი.
  9. ფირფიტებს წაუსვით კრემი და მოაყარეთ ნიგოზი.
  10. მინანქრისთვის საჭირო ინგრედიენტები მოათავსეთ ქვაბში, დადგით ცეცხლზე, ურიეთ და ხარშეთ 2 წუთი.
  11. მინანქარი მოასხით ტორტს და მოათავსეთ 5 წუთი მაცივარში.
  12. ფირფიტების ნაჭრები დაფხვენით და მოაყარეთ ტორტს.
  13. დესერტი ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ 3-4 საათი.

გემრიელად მიირთვით!