ფუმფულა და ტკბილი ფუნთუშები ვაშლისა და დარიჩინისგან

1244

დღეს ფოთლების ფორმის მქონე უგემრიელესი ფუნთუშების გამოცხობას ვისწავლით. არარეალურად რბილი, თკბილი და ფუმფულა ნუგბარი რომელიც პირში დნება და ვანილისა და დარიჩინის სურნელს მთელს სახლში აფრქვევს.

გულსართი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებისამებრ შეარჩიოთ: ჯემი, სქელი მურაბა ან ხაჭო.

ინგრედიენტები:

  • ფქვილი – 450 გრამი
  • მშრალი საფუარი – 7 გრამი
  • რძე – 200 მილიგრამი
  • მარილი – 2/3 სუფრის კოვზი
  • შაქარი – 2 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი – 70 მილიგრამი
  • ვანილის შაქარი – 1 პაკეტი
  • კვერცხი 1 ცალი

წასასმელად:

  • კვერცხის გული – 1 ცალი
  • რძე – 1-2 სუფრის კოვზი

ვაშლის გულსართი:

  • ვაშლის – 4 ცალი
  • შაქარი – 3 სუფრის კოვზი
  • მცენარეული ზეთი – 50 გრამი
  • დარიჩინი – 1/2 ჩაის კოვზი


მომზადების პროცესი

1. ცომი კარგად უნდა მოზილოთ, უნდა მიიღოთ “ცოცხალი”, ცომი ფქვილსგან ზედმეტად არ გაამკვრივოთ, მისი მოზელისას თბილი სითხეები უნდა გამოიყენოთ.

2. შეურიეთ მშრალი საფუარი, რძე და წყალი. დაუმატეთ კვერცხი.

3. ნელ-ნელა ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი. დაუმატეთ მცენარეული ზეთი ან კარაქი და განაგრძეთ ზელვა. ცომი რბილი და ელასტიური უნდა გახდეს. დატოვეთ ჯამში და გადააფარეთ ცელოფანი, დატოვეთ 1 საათი. გადაზილეთ და კიდევ 30 წუთით გააჩერეთ.

4. მოამზადეთ გულსართი. ვაშლი დაჭერით კუბებად, გააცხელეთ კარაქზე, გემოვნებით დააყარეთ შაქარი და ვანილი. მოთუშეთ.

5. ჰაეროვანი ცომი დაყავით 60-70 გრამიან ბურთულებად. გააბრთყელეთ, დაადევით გულსართი და მოახვიეთ როგორც ჩვეულებრივი ღვეზელი.

6. მომხადებული ფუნთუშები დაალაგეთ ქაღალდ გადაფარებულ (იგულისხმება საცხობი ქაღალდი) ჟარუნაზე. დაელოდეთ როდის აფუვდება და გვერდებზე 3-3 ადგილას ჩაჭერით. ამგვარად ლამაზი ფოთლის ფორმის ფუნთუშები გამოგვივა! გადაუსვით კვერცხის გული.

7. აცხვეთ 15 წუთი მანძილზე 200ºC ტემპერატურაზე.