შოკოლადის ტორტი კარაქის კრემით

1258

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი შოკოლადის კრემის რეცეპტს. ტორტს ქვია “მილკა”. შოკოლადის ბისკვიტის და უგემრიელესი კრემის დუეტი ვერავის ათქმევინებს ამ დესერტზე უარს.

ბისკვიტის ტორტი მოხარშული კრემით

უმარტივესი, მაგრამ უგემრიელესი ტორტი თქვენს სადრესასწაულო მაგიდას ძალიან მოუხდება.

ინგრედიენტები ბისკვიტისთვის

  • 70გ ფქვილი
  • 60გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 3 სუფრის კოვზი კაკაო
  • 4 სუფრის კოვზი წყალი
  • 10გ გამაფხვიერებელი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 600მლ რძე
  • 70გ სიმინდის სახამებელი
  • 30ბ შაქარი
  • 150გ კარაქი
  • 100გ შაქარსი ფხვნილი
  • 5გ ვანილი

ინგრედიენტები მინანქრისთვის

  • 50გ კარაქი
  • 40გ შავი შოკოლადი
  • 30გ რძიანი შოკოლადი
  • 2 სუფრის კოვზი ნაღები

მომზადება

1.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ათქვიფთ ცილა მარილთან და ნახევარ შაქართან ერთად აქაფებამდე.

2.კვერცხის გული ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან აქაფებამდე. ცილის და გულის მასა ერთმანეთს შეურიეთ ძალიან ფრთხილად.

3.გაცერით ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი. კვერცხის მასას დაუმატეთ და ფრთხილად მოურიეთ. თქვეფისას ნელ-ნელა დაუმატეთ 4 სუფრის კოვზი ცხელი წყალი.

4.ცომი ჩაასხით ფორმაში ( ამოფინეთ პერგამენტით). გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15-20 წუთი. ცხობა აკონტროლეთ ხის წკირით.

5.ქვაბი მოათავსეთ დაბალ ცეცხლზე, ჩაასხით 500მლ რძე, დაუმატეთ თეთრი შოკოლადი, დაელოდეთ მის გალღვობას. არ დაგავიწყდეთ მორევა.

6.შაქარს დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და 100მლ ცივი რძე. მოურიეთ ერთგვაროვნებამდე.

7.ცივი მასა ნელ-ნელა დაუმატეთ რძის მასას. თქვიფეთ შესქელებამდე. კრემი გადაიტანეთ ჯამში და გადააფარეთ პაკეტი.

8.როცა მოზარშული კრემი შესქელდება დაუმატეთ გამღვალი კარაქი და შაქრის ფხვნილი, კარგად ათქვიფეთ.

9.ბისკვიტი გაჭერით 2 მაწილად.

10.ააწყვეთ ტორტი საკონდიტრო წრის მეშვეობით. პირველ ფირფიტას წაუსვით კრემი, დაადეთ მეორე და ისევ წაუსვით კრემი. ტორტი მოათავსეთ მაცივარში 2-3 საათი.

11.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი, კარაქი და ნაღები. მოსახით მინანქარი ტორტს და შეინახეთ მაცივარში 6-8 საათი.

12.გააფორმეთ ტორტი თქვენი გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!