ეს დესერტი ძალიან ნაზი და ჰაეროვანია, გემოთი ძალიან გავს მოჭიქულ ხაჭოს.
ამ დესერტისთვის საჭიროა ძალიან ცხიმიანი ხაჭო, წინააღმდეგ შემთხვევაში დესერტი გამოვა არასასიამოვნოდ მშრალი.
ინგრედიენტები
- ხაჭო 500გ
- კვერცხი 4 ცალი
- შაქარი 200გ
- ლიმონის ქერქი 1 სუფრის კოვზი
- კარაქი 130გ
- ქიშმიში 40გ
- მანანის ბურღული 1 სუფრის კოვზი
- არაჟანი 3 სუფრის კოვზი
- კაკაო 2 სუფრის კოვზი
მომზადება
- ხაჭო გამოწურეთ.
- ცალკე ჯამში მოათავსეთ 150გ შაქარი და კვერცხის გული.
- დაუმატეთ მანანის ბურღული, ქიშმიში, ლიმონის ქერქი, 100გ კარაქი. ბოლოს დაუმატეთ ხაჭო და ათქვიფეთ.
- ცილა ატქვიფეთ აქაფებამდე.
- ცილა ფრთხილად დაუმატეთ ხაჭოს მასას.
- გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი. ჩაასხით ცომი და გამოაცვხეთ 45 წუთი.
- მოვამზადოთ მინანქარი. ჯამში გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი, 2 სუფრის კოვზი შაქარი. განუწყვეტლივ ურიეთ.
- დაუმატეთ არაჟანი და კაკაო. წამოადუღეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
- გააგრილეთ დესერი და მოატავსეთ მაცივარში 8 საათი.
გემრიელად მიირთვით!