რბილი და საოცრად ჰაეროვანი კექსი

2451

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 250გ
  • რძე 100მლ
  • შაქარი 200გ
  • კარაქი 100გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ლიმონის ქერქი

მინანქრისთვის

  • ლიმონის წვენი 1 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 4 სუფრის კოვზი

მოსაყრელად

  • მოხალული არაქისი

მომზადება

  1. გახეხეთ ლიმონის ქერქი წვრილად.
  2. ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი.
  3. დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ მიქსერით.
  4. თითო-თითოდ ჩატეხეთ კვერცხი.
  5. ათქვიფეთ აქაფებამდე.
  6. დაუმატეთ ლიმონის ქერქი და მოურიეთ.
  7. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  8. კვერცხის მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილის მასა.
  9. მოზილეთ ცომი და პროცესში ჩაასხით რძე.
  10. ცომი გამოგივათ სქელი არაჟნის მსგავსი.
  11. ფორმას წაუსვით ზეთი და მოაყარეთ ფქვილი.
  12. ცომი ჩაასხით ფორმაში.
  13. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30-35 წუთი.
  14. სანამ კექსი გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი.
  15. შაქრის ფხვნილს მოასხით ლიმონის წვენი.
  16. კარგად მოურიეთ.
  17. მოასხით მიღებული მინანქარი კექსს.
  18. ზემოდან მოაყარეთ მოხალული არაქისი.

გემრიელად მიირთვით!