გაჯერებული გემოს მქონე შოკოლადის ნამცხვარი, ამ რეცეპტით წლებია ხელვმძღვანელობ და ყოველთვის კმაყოფილი ვრჩები

2923

შოკოლადის ნამცხვარი გაჯერებული არომატით, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • მანანის ბურღული 200გ
  • კაკაო 4 სუფრის კოვზი
  • შაქარი 150გ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • წყალი 180მლ
  • მცენარეული ზეთი 180მლ
  • ფორთოხლის ქერქი (სურვილისამებრ)
  • ფინიკი (სურვილისამებრ)
  • ვანილი

მომზადება

  1. ღრმა ჯამში გაცერით ფქვილი და დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  2. დაუმატეთ კაკაო და მანანის ბურღული.
  3. მოაყარეთ შაქარი და კარგად მოურიეთ.
  4. ჩაასხით წყალი, მცენარეული ზეთი და მოურიეთ.
  5. დაუმატეთ ვანილი და ისევ მოურიეთ.
  6. მოაყარეთ დაჭრილი ფინიკი და გახეხილი ფორთოხლის ქერქი.
  7. მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.
  8. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტის ქაღალდით.
  9. ფორმის კუთხეები დაამუშავეთ ზეთით.
  10. ჩაასხით ცომი ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.

გემრიელად მიირთვით!