ორცხობილა “ნიგოზი”. ბავშვობის საყვარელი დესერტი

1598

ინგრედიენტები

  • 2 ჭიქა ფქვილი
  • 1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
  • 2 კვერცხი
  • 120გ შაქარი
  • 100გ კარაქი ან მარგარინი
  • 100გ ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • 1/3 ჩაის კოვზი სოდა
  • 1/3 ჩაის კოვზი ძმარი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. რბილი კარაქი, შაქარი და მარილი კარგად აზილეთ ერთმანეთში.
  2. კვერცხი ათქვიფეთ და დაუმატეთ კარაქის მასას.
  3. ჩაასხით ძმრით გააქტიურებული სოდა. მოურიეთ.
  4. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ ელასტიური ცომი.
  5. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეთი.
  6. სველი ხელით მოათავსეთ ცომი ფორმაში.
  7. გამოაცხვეთ.
  8. ამოავსეთ შიგთავსით.

გემრიელად მიირთვით!