ამ ნამცხვრის მომზადება უმარტივესია.
ინგრედიენტები
- ფენოვანი ცომი 1 შეკვრა (500გ)
- ინდაურის ფარში 350გ
- ქამა სოკო 350გ
- ხახვი 1 ცალი
- კარაქი 60გ
- მაიონეზი 60გ
- კვერცხის ცილა 1 ცალი
- მარილი 5ფ
- დაფქული წიწაკა 1გ
- მარგარინი 30გ
- ფქვილი 10გ
მომზადება
- კარაქში შეწვით დაჭრილი სოკო და ხახვი 5 წუთის განმავლობაში.
- დაუმატეთ მაიონეზი, მარილი, წიწაკა და მოურიეთ. ცეცხლზე დატოვეთ კიდევ 3 წუთი.
- ცალკე შეწვით ფრინველის ფარში ხახვთან ერთად.
- სოკოს დაუმატეთ ფარში და მიიღებთ ბრწყინვალე შიგთავსს.
- გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მარგარინი და მოაყარეთ ფქვილი.
- მოათავსეთ ცომი ისე, რომ გადმოდიოდეს გვერდებიდან.
- შემწვარი შიგთასვი გადაანაწილეთ ცომზე.
- წაუსვით ცილა.
- გამოაცხვეთ 35 წუთი 190 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!