შოშანიმი, ანუ „ვარდები“ – ტრადიციული ებრაული პეროგია. მზა პეროგი ვარდების კონას ჰგავს. ტრადიციულად მას მარგარინით ამზადებენ, იშვიათად კარაქით, რომელიც ოდესღაც დეფიციტში იყო. ამ რეცეპტში ჩვენ სწორედ კარაქი გამოვიყენეთ. მაშ ასე, შევუდგეთ საქმეს!
ინგრედიენტები
- 1 კგ ფქვილი
- 1 ს.კ. საფუარი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 50 გრ შაქარი
- 2 კვერცხი
- 300 გრ კარაქი
- 1 ს.კ. ყავისფერი შაქარი
- 220 გრ თაფლი
- 1,5 ჭიქა წყალი
- 1 ს.კ. დარიჩინი
მომზადება
1. შეურიეთ ფქვილი, შაქარი და მარილი, დაამატეთ საფუარი, კვერცხი, 100 გრ კარაქი, მეოთხედი ჭიქა თაფლი და თბილი წყალი. დაამუშავეთ მიქსერით, სანამ მასა ერთგვარი არ გახდება.
2. წაუსვით ცომს ზეთი, შეფუთეთ და დადგით 2 საათით.
3. როცა ცომი ამოვა, გაყავით 3 ნაწილად და ყოველი გააბრტყელეთ სამკუთხედებად.
4. წაუსვით სამივე ნაწილს 6 სკ კარაქი, მოაყარეთ ყავისფერი შაქრისა და დარიჩინის ნარევი. შეახვიეთ რულეტებად და მოათავსეთ პერგამენტზე ნაკერით ქვევით.
5. დაჭერით ცომი ერთი ზომის ნაჭრებად (დაახლოებით 1 სმ). თანაც ბოლომდე არ ჩაჭრათ, დაბლა შეერთებული უნდა დარჩეს.
6. მოათავსეთ ნაწნავები საცხობ ფორმაზე. ერთი ნაჭერი ცენტრში, მეორე და მესამე გვერდებზე.
7. დატოვეთ ასე 30 წუთით. შედგით 175 გრადუსამდე გახურებულ ღმელში 15-20 წუთით.
8. სანამ მიირთმევთ, წაუსვით 4 ს.კ. თაფლი გახსნილი 1 ს.კ. ცხელ წყალთან. დაჭერით ცალ-ცალკე ფუნთუშებად და მოათავსეთ ფორმაში, ამგვარად ასეთი „თაიგული“ უფრო ლამაზი გამოვა.
ცივ ზამთარში ასეთი ნამცვარი ჩაისთან ნამდვილი მისწრებაა. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!