ძალიან გემრიელი და რბილი ღვეზელი საოცარი ხორცის შიგთავსით.
მომზადების მეთოდი ძალიან მარტივია.
ინგრედიენტები
ცომისთვის
- წყალი 125მლ
- რძე 125მლ
- ხორბლის ფქვილი 400გ
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- მშრალი საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
- მარილი 0,5 ჩაის კოვზი
- მცენარეული ზეთი 30მლ
შიგთავსისთვის
- საქონლის ფარში 400გ
- მარილი და წიწაკა გემოვნებით
- მწვანე ხახვი
- ოხრხუში
კვერცხი ზემოდან გადასასმელად
მომზადება
- თბილ წყალს დაუმატეთ თბილი რძე. გახსენით შაქარი და საფუარი.
- კარგად მოურიეთ და დატოვეთ 5 წუთი.
- ფქვილს დაუმატეთ მარილი და მოურიეთ.
- საფუარიან მასას ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ბოლოს, მოასხით მცენარეული ზეთი და ისევ მოზილეთ.
- გადააფარეთ და დატოვეთ 40-45 წუთი.
- მოვამზადოთ შიგთავსი. ამისათვის, შეწვით ფარში.
- მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, დაუმატეთ მწვანილი, გააგრილეთ.
- ცომი გაყავით ნაწილებად. თითოეული გააბრტყელეთ მრგვლად.
- წრის შუაში მოათავსეთ შიგთავსი და მიეცით ცომს ღვეზელის ფორმა.
- გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და მასზე მოათავსეთ ღვეზელი გადაბმით დაბლა.
- გადააფარეთ და დატოვეთ 20-25 წუთი.
- წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
- გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.
გემრიელად მიირთვით!