ყველის ხრაშუნა ორცხობილა: მომენტალური რეცეპტი

1372

ძალიან გემრიელი კრეკერ-ორცხობილა. გემრიელად ახრაშუნეთ!

მზადდება სწრაფად და მარტივად.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 150გ
  • ყველი 100გ
  • გამაფხვიერებელი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • კარაქი 100გ

მომზადება

  1. მსხვილად გახეხეთ კარაქი, სხვა ჯამში გახეხეთ ყველი.
  2. ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი და გაცერით.
  3. ფქვილის მასას დაუმატეთ შაქარი.
  4. იმავე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ ყველი და კარაქი.
  5. მოზილეთ ცომი და დააბურთავეთ.
  6. სამუშაო მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით და გადაიტანეთ ცომი.
  7. გააბრტყელეთ ცომი 2-3მმ სისქეზე.
  8. ამოჭერით მრგვლად.
  9. გამოაცხვეთ 190 გრადუსზე 15 წუთი.
  10. ამ მეთოდით შეგიძლიათ გამოაცხოთ სხვადასხვა გემოს კრეკერები.

გემრიელად მიირთვით!