ცომის სამკუთხედები ხაჭოს შიგთავსით

1448

ამ რეცეპტის მიხედვით გამომცხვარი ეს საოცარი სამკუთხედები, მეორე დღესაც ინარჩუნებს სიფაფუკეს.

ძალიან გემრიელი, ჰაეროვანი და პირში დნობადი ღვეზელი.

მისი მომზადება ძალიან მარტივია. მოამზადეთ და ტავად დარწმუნდით ამაში.

ინგრედიენტები

აპარისთვის

  • ხორბლის ფქვილი 2 სიფრის კოვზი
  • წყალი 50მლ
  • შაქარი 1 ჩაის კოვზი
  • საფუარი მშრალი 11გ

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 600გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • არაჟანი 200მლ
  • კარაქი 50გ
  • მცენარეული ზეთი 30მლ
  • ვანილი 1 შეკვრა
  • მარილი 1 ჩაის კოვზი

შიგთავსისთვის

  • ხაჭო 800გ
  • შაქარი 150გ
  • მანანის ბურღული 1 სუფრის კოვზი
  • ქიშმიში 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ვანილი 1 შეკვრა
  • ერთი ლიმონის ქერქი
  • მარილი მწიკვი

მომზადება

თავდაპირველად მოვამზადოთ აპარა.

1.ჯამში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი.

2.დაუმატეთ მშრალი საფუარი და შაქარი.

3.დაუმატეთ ფქვილი და კარგად მოურიეთ.

4.დაელოდეთ 15 წუთი.

საფუარი გააქტიურდა, მოვამზადოთ ცომი.

5.ცომის მოსამზადებლად ყველა პროდუქტი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

6.საფუარის მასას დაუმატეთ ვანილი და მარილი.

7.ჩატეხეთ კვერცხი და დაუმატეთ არაჟანი (მე ვიყენებ 20% ცხიმიანობის).

8.დაუმატეთ გამღვალი კარაქი და შაქარი.

9.მოურიეთ და გახადეთ მასა ერთგვაროვანი.

10.ნელ-ნელა დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.

11.მოზილეთ ცომი და პროცესში დაუმატეთ მცენარეული ზეთი.

12.ცომი გადაიტანეთ მაგიდაზე და დაამუშავეთ 3-4 წუთი.

13.ცომი უნდა გამოგივიდეთ ოდნავ წებოვანი.

14.შემდეგ ცომი მოათავსეთ ჯამში, ზემოდან მოაყარეთ ცოტა ფქვილი.

15.ზემოდან გადააფარეთ ნაჭერი და მოათავსეთ თბილ ადგილას 1 საათი.

მოვამზადოთ შიგთავსი

16.ჯამში მოათავსეთ ხაჭო და ქიშმიში.

17.ქიშმიში წინასწარ გარეცხეთ ცივი წყლით და კარგად გააშრეთ.

18.შიგთავსს დაუმატეთ ვანილი და მწიკვი მარილი.

19.შემდეგ დაუმატეთ მანანის ბურღული და შაქარი.

20.მოახეხეთ ერთი ლიმონის ქერქი.

21.ჩატეხეთ კვერცხი.

მივცეთ საბოლოო ფორმა

22.მაგიდა დაამუშავეთ ფქვილით.

23.ხელით დაამუშავეთ ცომი და გაყავით ტოლ ნაწილებად (მე გამომივიდა 16 ნაწილი).

24.დააბურთავეთ ცომის ნაწილები.

25.გააბრტყელეთ მრგვლად და თხლად, მოათავსეთ სუფრის კოვზი შიგთავსი.

26.მიეცით სამკუთხედის ფორმა.

27.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით.

28.ფორმაზე გადაიტანეთ სამკუთხედები.

29.კვერცხს დაუმატეთ მცენარეული ზეთი და მიღებული მასა წაუსვით სამკუთხედებს.

30.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი.

გემრიელად მიირთვით!