წვნიანი და ბიუჯეტური ღვეზელი სწრაფად და მარტივად

1180

კარტოფილის ღვეზელის მარტივი რეცეპტი. ინგრედიენტები ხელმისაწვდომი და იაფია.

ღვეზელს ხრაშუნა ზედაპირი და ყველნარევი კარტოფილის შიგთავსი აქვს.

მისი მომზადება ძალიან მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებეში.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • თბილი წყალი 300მლ
  • მარილი 1/2 ჩაის კოვზი
  • მცენარეული ზეთი 3-4 სუფრის კოვზი

შიგთავსისთვის

  • კარტოფილი 5-6 ცალი
  • ყველი 150გ
  • კარაქი 50გ
  • მწვანე ხახვი
  • მარილი და წიწაკა გემოვენბით

მომზადება

1.ჯამში ჩაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი.

2.დაუმატეთ მარილი და გაცრილი ფქვილი.

3.მოზილეთ რბილი ცომი. ის უნდა იყოს ოდნავ წებოვანი.

4.ცომი გადმოიტანეთ ფქვილით დამუშავებულ მაგიდაზე.

5.ცომი გაყავით თანაბარ ნაწილებად (მე გავყავი ოთხად).

6.თითოეული ნაწილი გაწელეთ ხელით 17-18სმ დიამეტრის მქონე წრედ.

7.წაუსვით მცენარეული ზეთი, და დაალაგეთ ერთმანეთზე. დაელოდეთ ცოტახანი.

8.ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი.

9.გაასუფთავეთ კარტოფილი, დაჭერით მსხვილად და მოზარშეთ.

10.მოხარშული კარტოფილი აქციეთ პიურედ.

11.დაუმატეთ კარაქი და მსხვილად გახეხილი ყველი.

12.მოურიეთ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი.

13.მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით, მოურიეთ.

14.სამუშაო ზედაპირი დაამუშავეთ მცენარეული ზეთით.

15.ცომს მიეცით თხელი ოთხკუთხედის ფორმა.

16.გვერდები გადაკეცეთ 3-4 სმ-ზე.

17.გადაკეცილ კუთხეში მოათავსეთ შიგთავსი.

18.ცომი დაახვიეთ რულეტისებურად და მოათავსეთ პერგამენტით ამოფენილ ფორმაზე.

19.რულეტი დაჭერით და წაუსვით კვერცხი.

20.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!