აი როგორი უნდა იყოს ვარენიკის იდეალური ცომი

1241

დღეს ჩვენ მოგიყვებით ცომის მომზადების მარტივ და ეკონომიურ მეთოდს. ამ რეცეპტის დახმარებით თქვენ ენერგიის დანახარჯის გარეშე მოამზადებთ ცომს.

ვარენიკის ცომი კეფირზე

დღს ჩვენ მოვამზადებთ ცომს კეფირზე და ორთქლზე. შიგთავსად გამოვიყენებთ ხაჭოს, ადიგენურ ყველს და მწვანილს.

კეფირის დამსახურებით თქვენ მიიღებთ უნივერსალურ ცომს, რომელიც გამოგადგებათ ვარენიკისთვის და ასევე ფაფუკი ფუნთუშებისთვის.

ინგრედიენტები

  • 400გ ფქვილი
  • 250მლ კეფირი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი ზეთი
  • 100გ კარაქი
  • 300გ ხაჭო
  • 150გ ადიგენური ყველი
  • 20გ მწვანილი

მომზადება

1.მოდით მოვამზადოთ ფაფუკი ცომი. ამისათვის გაცერით ფქვილი ღრმა ჯამში. ფქვილს დაუმატეთ კვერცხი და კეფირი. კეფირი აუცილებლად ოტახის ტემპერატურის უნდა იყოს.

2.დაუმატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და 2 კოვზი მცენარეული ზეთი. დაიწყეთ ინგრედიენტების კოვზით მორევა, შემდეგ მოზილეთ რბილი წებოვანი ცომი.

3.სანამ ცომი თბილ ადგილას ამოდის, მანამდე შეგიძლიათ მოამზადოთ შიგთავსი. ხაჭო დაჭყლიტეთ ჩანგლით, ხოლო ყველი გახეხეთ სქლად.

4.ხაჭოს და ყველს დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. შიგთავსი დაამარილეთ და გაყავით ორ ნაწილად: ერთი ვარენიკისთვის, ხოლო მეორე ფუნთუშისთვის.

5.ცომიც გაყავით ორ ნაწილად. პირველი შინახეთ პაკეტში, სანამ მუშაობთ მეორესთან. მეორე გაყავით 3 ნაწილად.

6.გააბრტყელეთ ცომის თითოეული ნაწილი. ცენტრში მოათავსეთ შიგთავსი, დააფიქსირეთ კუთხეები და ფრთხილად გააბრტყელეთ შიგთავსიანად.

7.ამ ფუნთუშის გამოსაცხობად არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი ზეთი. ერთი ჩაის კოვზი საკმარისი იქნება. კარგად გააცხელეთ ტაფა და სეწვით ორივე მხრიდან 2 წუთი.

8.ფუნთუშებს შეგიძლიათ წაუსვათ კარაქი.

9.მეორე ნაწილისგან მოამზადეთ ვარენიკები. კარგად დააფიქსირეთ კუთხეები და ფრთხილად გააბრტყელეთ.

10.მოსახარშ ზედაპირზე ქარალდთან ერთად მოათავსეთ ვარენიკები (ქაღალდს წაუსვით ზეთი).

11.მოხარშეთ და ისიამოვნეთ.

გემრიელად მიირთვით!