ნიგვზის ფუნთუშები საფუარიანი ცომისგან

1408

საუკეთესო კომბინაცია ფუნთუშეულისთვის – რბილი ცომი და ხრაშუნა ნიგვზის შიგთავსი. სწორედაც, რომ ნიგვზის ფუნთუშები საუკეთესო დესერტია.

მათი მომზადება ძალიან მარტივია, ამიტომაც ახლავე დაიწყეთ!

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 3,5 ჭიქა
  • რძე 200მლ
  • კვერცხის გული 3 ცალი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 0,5 ჭიქა
  • კარაქი 70გ
  • არაჟანი 2 სუფრის კოვზი
  • კონიაკი 1 სუფრის კოვზი
  • მზესუმზირის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • ვანილის ექსტრაქტი 0,7 ჩაის კოვზი
  • საფუარი 7გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნიგოზი 150-200გ
  • შაქრის ფხვნილი გემოვნებით

მომზადება

1.თბილ რძეს დაუმატეთ საფუარი და მოათავსეთ ღრმა ჯამში. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ფქვილი და 1 სუფრის კოვზი შაქარი. კარგად მოურიეთ და დატოვეთ თბილად.

2.როცა მასა ამოფუვდება დაუმატეთ კონიაკკი, გული და ვანილის ექსტრაქტი. ათქვიფეთ ხელის სათქვეფით.

3.ჩაახით გამღვალი კარაქი, მცენარეული ზეთი, არაჯანი, მარილი და შაქარი. კარგად მოურიეთ.

4.ეს მასა შეურიეთ დარჩენილ ფქვილს. მოზილეთ ცომი. ფქვილი შეიძლება დაგჭირდეთ მეტი. მოზელილ ცომს გადააფარეთ პაკეტი.

5.დატოვეთ ცომი ამოსაფუებლად. შემდეგ ჩაზილეთ და ისევ დაელოდეთ. ცომი მოათავსეთ მაცივარშ 1 საათი.

6.ცომი გამოიტანეთ მაცივრიდან, გააფრტყელეთ. წაუსვით მდნარი კარაქი, ზემოდან მოაყარეთ დაფქული ნიგოზი.

7.საბრტყელებლის მეშვეობით ნიგოზი კარგად შეიყვანეთ ცომში. ცომისგან გააკთეთ რულეტი ისე, რომ ნიგოზი მოექცეს შიგნით. ნაკეცით დაბლა მოათავსეთ და გაჭერით ისე, როგორც სურათზეა ნაჩვენები.

8.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგაენტით, მოათავსეთ ფუნთუშები. დაელოდეთ 15 წუთი. ცენტრში ოდნამ ჩააჭირეთ რაიმე ფართე საგნით.

9.ფუნთუშებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

გემრიელად მიირთვით!