როგორ მოვამზადოთ ტორტი “ჩიტის რძე”

1407

მგონი ყველას ძალიან უყვარს ტკბილეული “ჩიტის რძე”, ჩემი შვილები მას ხშირად მთხოვენ, ამიტომაც მეც დაუზარებლად ვუმზადებ მათ საყვარელ ტკბილეულს.

ამ დესერტის უამრავი ვარიაცია არსებობს. თუ ქვენ არ გაქვთ ღუმელი, სულაც არ არის პრობლემა, რადგან მისი ომზადება მის გარეშეც შეიძლება. დღეს ჩვენ გასწავლით უგემრიელესი ტორტის მომზადებას საოცრად გემრიელი კრემით, რომელიც მზადდება მანანის ბურღულით.

ინგრედიენტები

  • კარაქი 370გ
  • კვერცხი 4 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • შაქარი 400გ
  • კაკაო 6 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • მარილი მწიკვი
  • რძე 500მლ
  • მანანის ბურღული 3 სუფრის კოვზი
  • ვანილი 20გ
  • არაჟანი 3 სუფრის კოვზი

მომზადება

1.წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 150გ კარაქი. დაუმატეთ 180გ შაქარი და მარილი. დაიწყეთ მასის ათქვეფა. შეიყვანეთ 4 კვერცხი, თითოეული კვერცხის შემდეგ კარგად ათქვიფეთ.

2.ცომს მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ გამაფვიერებელი და გააგრძელეთ თქვეფა.

3.1/3 ცომი მოატავსეთ ფორმაში, რომელიც აუცილებლად უნდა ამოფინოთ პერგამენტით, მასზე ცომი თანაბრად გადაანაწილეთ. გამოაცხვეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

4.დანარჩენ ცომს დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი კაკაო და ისევ ათქვიფეთ მასა. შოკოლადის ცომი მოათავსეთ სხვა ფორმაში და გამოაცხვეთ 25 წუთი 180 გრადუსზე.

5.ქვაბში გააცხელეთ რძე, თანდათან დაუმატეთ მანანის ბურღული და ურიეთ მის გასქელებამდე.

6.ცალკე ჯამში ათქვიფეთ 200გ დარბილებული კარაქი, 150გ შაქარი და ვანილი. თანდათან დაუმატეთ რძის და მანანის ნარევი და ათქვიფეთ ერთგვაროვნებამდე.

7.მინანქრის მოსამზადებლად ქვაბი დადგით ნელ ცეცხლზე, მოათავსეთ არაჟანი, 3 ჩაის კოვზი კაკაო და 80გ შაქარი. მოხარშეთ მასა და განუწყვეტლივ ურიეთ შაქრის გალრობამდე. გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაუმატეთ 20გ კარაქი, მოურიეთ.

8.ფორმიდან გადმოიტანეთ შოკოლადის ბისკვიტი და გაჭერით 2 ტოლ ნაწილად.

9.ააწყვეთ ტორტი. პირველი შოკოლადის კორჟი მოათავსეთ თეფშზე, წაუსვით კრემი, შემდეგ მოათავსეთ თეთრი კორჟი, ისევ წაუსვით კრემი, შემდეგ მოათავსეთ ბოლო შოკოლადის კორჟი და მოასხით შოკოლადის მინანაქარი, თანაბრად გადაანაწილეთ მტელს ზედაპირზე.

10.ტორტი მოათავსეთ მაცივარში 1 საათი.

მომზადების შემდეგ აუცილებელია დაელოდოთ კრემის შესვლას ფირფიტებში, რათა ტორტი გახდეს პირში დნობადი. გემრიელად მიირთვით!