ჩვენ მივეჩვიეთ, რომ -დესერტი აუცილებლად უნდ აიყოს ტკბილი და აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფქვილი. მაგრა ყოველთვის ასე არ არის, რადგან არსებობს ტკბილეული ფქვილისა და შაქრის გარეშე. დღეს ჩვენ სწორედ ასეთ რეცეპტს გაგიზიარებთ.
ბანანის ცხობილა – მშვენიერი არჩევანი მათთვის ვინც ფიგურას აქცევს ყურადღებას. 4 ინგრედიენტეის დამსახურებით დესერტი უბრალოდ პირში დნება. შაქარს ამ რეცეპტში ბანანის სიტკბო ცვლის. მაგრამ თუ ტკბილის მოყვარული ხართ, მაშინ შეგიძლიათ ხაჭოს დაუმატოთ ცოტა თაფლი.
ინგრედიენტები
- კვერცხი 2 ცალი
- ხაჭო 400გ
- ბანანი 4 ცალი
- იოგურტი 200გ
მომზადება
1.ხაჭოს დაუმატეთ იოგურტი და კვერცხი, ათქვიფეთ ბლენდერით. უნდა მიიღოთ არაჟნისებური მასა.
2.გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით და წაუსვით მზესუმზირის ზეთი.
3.დაჭერით ბანანი 0,5სმ სისქის ნაწრებად და ფორმაზე 2-3 ფენად დაალაგეთ.
4.მოასხით ბანანს ცომი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთი.
5.გააგრილეთ დესერტი, გადმოიღეთ ფორმიდან და გააფორმეთ.
ეს დესერტი ძალიან მოსწონთ ბავშვებს. რათქმაუნდა ეს დესერტი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. ნამცხვარი შეგიძლიათ გააფორმოთ გამომშრალი ბანანებით. გემრიელად მიირთვით!