ტორტი “პანჩო” ორი სახეობა კრემით

1618

ნაზი ტორტი “პანჩო” ორი სახეობა კრემით, რომელსაც ასევე ეძახიან “თოვლიანი პანჩო” ან “ზამთრის პანჩო” გახდება თქვენი ფავორიტი ტკბილეული. ის ძალიან უხდება სადღესასწაულო მაგიდას.

მასში შეხვდებით არაჟნის და ნაღების იდეალურ შეხამებას ანანასთან, რომელიც თქვენ გულს ნამდვილად მოიგებს. უბრალოდ პირში დნება!

მომზადება

1.პირველ რიგში მოვამზადოთ ბისკვიტი. ამისათვის კვერცხი ათქვიფეთ 60 წამის განმავლობაშ და დაუმატეთ მწიკვი მარილი. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და ათქვიფეთ კიდევ 5 წუთი, თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს.

2.ფქვილს დაუმატეთ გამაფხვიერებელი, ერთად გაცერით და დაუმატეთ ათქვეფილ მასას. დაიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.

3.ცომი მოათავსეთ ფორმაში, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ამოფენილი პერგამენტით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი.

4.მზა ბისკვიტი გადმოაბრუნეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას. შემდეგ მოხსენით ფორმა და პერგამენტი.

5.ბიკვიტს მოაჭერით კორჟი დაახლოებით 1სმ სიმაღლის, მოჭრილ მხარეს მოასხით კონსერვირებული ანანასის წვენი.

6.დარჩენილი ბისკვიტი დაჭერით კუბიკებად.

7.მოამზადეთ არაჟნის კრემი. არაჟანს დაუმატეთ 200გ შაქარი, 130გ შედედებული რძე და ვანილი. მოურიეთ, რათა შაქარი კარგად გაიხსნას.

8.აიღეთ ღრმა ჯამი და ამოფინეთ საკვებისთვის ვარგისი პაკეტით.

9.ბისკვიტის კუბიკები ამოავლეთ არაჟნის კრემში და მოათავსეთ ჯამში ცოტა, რაოდენობა კრემთან ერთად, ასევე დაამატეთ დაჭრილი ანანასის ფენა. ამ თანმიმდევრობით გააგრძელეთ ფირფიტების შევსება.

10.ზემოდან დააფარეთ კოჟის თხელი ნაწილი, რომელიც ზემოდანაც გაჟღინთეთ ანანასის სიროფით.

11.მზა ტორტს გადააფარეთ თავზე და მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

12.ტორტს გადახადეთ თავზე, გადმოაბრუნეთ თეფშზე.

13.ახლა კი დროა მოამზადოთ ნაღების კრემი. ატქვიფეთ ნაღები და დაუმატეთ 70გ შედედებული რძე, კარგად მოურიეთ.

14.ტორტს მოასხით ნაღების კრემი და მოაყარეთ გახეხილი ქოქოსი. მოათავსეთ მაცივარში.

დესერტი გამოდის წვნიანი და რბილი, ხოლო შორიდან ეს ტორტი გიგანტურ რაფაელოს გავს. მოაზმადეთ და ისიამოვნეთ. გემრიელად მიირთვით!