აი რატომ უნდა დაუმატოთ ბაგელის ცომს კაკაო

809
Taste croissants in basket isolated on white

ბაგელი – კრუასანის მოხრილი ძმაა. სამწუხაროდ არ არის დადგენილი ვინ და როდის შექმნა ეს საოცარი კერძი. მაგრამ ზოგი ისტორიკოსის მტკიცებით ის 12 საუკუნიდან აოცებს ხალხს.

ბაგელის მოსამზადებლად ფენოვანი ცომის გამოყენება, უპატიებელი შეცდომაა. მის მოსამზადებლა, მხოლოდ საფუარიანი ცომი გამოიყენება. ხშირად გვხვდება, როგორს ტკბილი ასევე მარილიანი ბაგელი. შიგთავსისთვის გამოგადგებათ: ჯემი, ხაჭო, ყაყაჩო, ალუბალი, შედედებული რძე.

როგორც მიხვდით დღეს ამ საოცარი ბაგელის მომზადება გასწავლით. თქვენ მიერ მომზადებული ბაგელი იქნება ტკბილი და ორი სახეობის შიგთავსით. მერწმუნეთ სამუშაო კვირას ძალიან შეგიმსუბუქებთ ასეთი ტკბილეული.

ინგრედიენტები

  • 300გ ფქვილი
  • კვერცხი
  • კვერცხის გული
  • 35გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი კაკაო
  • მარილი გემოვნებით
  • 100გ კარაქი ან მარგარინი
  • 10გ საფუარი
  • 125მლ თბილი რძე
  • 75მლ არაჟანი
  • 50მლ მცენარეული ზეთი
  • 50გ მოხარშული შედედებული რძე
  • 50გ მარწყვის ჯემი
  • 2 სუფრის კოვზი რძე
  • სეზამის მარცვალი გემოვნებით

მომზადება

1.თბილ რძეში ჩაყარეთ საფუარი, შაქარი, მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, მარილი, კარაქი, არაჟანი და მცენარეული ზეთი. ბოლოს მოაყარეთ 200გ ფქვილი.

2.მიღებული მასა გაყავით ორ ტოლ ნაწილად. პირველი უბრალოდ მოზილეთ 50გ ფქვილთან ერთად. მეორეს დაუმატეთ კაკაო, ხოლო შემდეგ მოაყარეთ 50გ ფქვილი.

3.ორივე ცომი მოზილეთ, შეფუთეთ, მოათვსეთ თბილ ადგილას და 1 საათი დაელოდეთ მის ამოფუებას.

4.ორივე ცომი თხლად გააბრტყელეთ. თეთრ ნაწილს წაუსვით გამღვალი მარგარინი. შემდეგ მასზე მოათავსეთ მუქი ცომის ფირფიტა. გააბრტყელეთ და ორივე ნაწილი აქციეთ ერთ ფირფიტად ისე, რომ არ დააზიანოთ და ძალიან არ დაწვეთ. გაბრტყელების შემდეგ დაჭერით სამკუთხედებად. ერთი სამკუთხედი ამობრუნეთ ღია ნაწილით მაღლა, ხოლო მეორე პირიქით.

5.თითოეულ სამკუთხედზე მოათავსეთ ჩაის კოვზით ჯემი ან შედედებული რძე. თითოეულ ფირფიტაზე მოათავსეთ თქვენთვის სასურველი შიგთავსი. დაახვიეთ სამკუტხედები, ზემოდან წაუსვით რძისა და კვერცხის გულის მასა. ასევე ზემოდან მოაყართ სეზამის მარცვალი.

6.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.

ახლად გამომცხვარი ბაგელი აღადგენს დაკარგულ ძალებს და ამაღლებს განწყობას. მთავარია – ზედმეტად არ მოვინდომოთ და ერთ ღამეში არ შემოგვეჭამოს ყველა.

თუ თქვენ ძალიან გაერთეთ მზადების პროცესით და გამოაცხვეთ ძალიან ბევრი ბაგელი, არაუშავს! ეს არის საუკეთესო მიზეზი ახალ მეზობლებთან დასაახლოვებლად. რადგან ცნობილია, რომ ტკბილეული ხელს უწყობს ადამიანების დაახლოებას. გემრიელად მიირთვით!