ყალბი, მაგრამ საოცარი ლაზანია

1208

სიტყვა “ლაზანია” ყველაზე მაგნიტისებურად მოქმედებს, რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ეს კერძი არ უყვარს. სახლში ყოველთვის მოიძებნება ლაზანიისთვის საჭირო პროდუქტები, ამიტომაც აუცილებლად უნდა მოამზადეოთ ეს საოცარი კერძი. მზა კერძისგან არ უნდა მოითხოვოთ 100% მსგავსება, რადგან არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ყალბი ლაზანიაა.

ასეთი ლაზანისს მომზადება უმარტივესია, მითუმეტეს ის შედგება ძალიან ხელმისაწვდომი ინგერდიენტებისგან. მისი გემო და არომატი ნამდვილად ყველას ჭკუიდან გადაიყვანს. წელვადი ყველი, საოცარაი არომატი, კაშკაშა გემო, ეს ამ კერძის უმნიშვნელო კომპონენტებია. ეს რეცეპტი სოუსი ბეშამელის მომზადებას არ ითვალისწიბეს, რადგან ის ცხვაბა 20 წუთში და გათვლილია მინიმალურ დროში მოსამზადებლად. ლაზანია ყველით – ისეთი კერძია, რომელზეც გიჟდებიან ბავშვებიც და დიდებიც.

ინგრედიენტები

  • პური 16 ცალი
  • პომიდორი 400გ
  • მოცარელა 250გ
  • პარმეზანი 100გ
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • ზეითუნის ზეთი გემოვნებით
  • თავშავა (ორეგანო)
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფული) გემოვნებით

მომზადება

1.დააბლენდერეთ პომიდორი, დაუმატეთ თავშავა (ორეგანო), ბაზილიკი, მარილი, წიწაკა და ზეითუნის ზეთი გემოვნებით. კარგად მოურიეთ.

2.პურს მოაშორეთ კუთხეები, მოცარელა დაჭერით ფირფიტებად. ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე.

3.გამოსაცხობ ფორმას წაუსვით ზეითუნის ზეთი, მჭიდროდ ჩაალაგეთ პურის ნაჭრები ისე, რომ შეგმნათ მოაჭირი – ეს იქნება პირველი ფენა. პურს წაუსვით მესამედი პომიდვრის წვენი, მთელს ზედაპირზე დაალაგეთ მოცარელას ფირფიტები, მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.

4.ანალოგიური ხერხით დაალაგეთ მეორე და მესამე ფენა. მოასხით ზეითუნის ზეთი, დაუმატეთ პარმეზანი და თავშავა (ორეგანო). ლაზანია ღუმელში მოათვასეთ 20 წუთით, მომზადების შემდეგ გააგრილეთ 10-15 წუთი და მიირთვით.

თუ თქვენ თავშავა არ მოგწონთ, ის შეგიძლიათ შეცვალოთ ნებისმიერი თქვენთვის სასურველი სანელებლით. თავშავა შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ სოუსში და არ მოაყარეოთ კერძს ზემოდან.