უგემრიელესი ბრაუნი ალუბლით

1705

ყველას თავისებური გემოვნება აქვს, როცა საქმე დესერტს ეხება, მაგრამ შოკოლადის ბრაუნისგან უარს ვერავინ იტყვის. მისი გაჯერებული გემო მთელს სამყაროშია ცნობილი. მთავარია – გამოიყენოთ ისეთი შოკოლადი, რმელიც შეიცავდ დიდი რაოდენობით კაკაოს.

ამ დესერტის გასაუმჯობესებლად, ჩვენ მას ალუბალი დავუმატეთ. გამოგადეგებათ, როგორც ცოცხალი ასევე გაყინული ალუბალი. ხილის ეს სახეობა ნამცხვარს სასიამოვნო სიმჟავეს ჰმატებს. მისი მომზადება უმარტივესია.

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 100გ
  • კარაქი 100გ
  • მწარე შოკოლადი 120გ
  • ხორბლის ფქვილი 130გ
  • ალუბალი 200გ

მომზადება

1.გარეცხეტ ალუბალი, გაასუფთავეტ თესლისგან და მოათავსეტ თუშფალანგზე, რათა ზედმეტი წვენი ჩამოიწრიტოს.

2.შოკოლადი და კარაქი გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე. განუწყვეტლივ ურიეთ.

3.დაუმატეთ შაქარი და დაელოდეთ მის სრულ გალღობას. გააგრილეთ.

4.თითო-თითოდ ჩატეხეთ კვერცხი შოკოლადის მასაში. შემდეგ გაცერით ფქვილი და გამაფხვიერებელი და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ალუბალი.

5.ცომი ჩაასხით გამოსაცხობ ფორმაში, რომელიც აუცილებლად ამოფინეთ პერგამენტით. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 35 წუთი.

შოკოლადის ბრაუნი ალუბლით – ძალიან უხდება ჩაის და ყავას. მიირთვით ვანილის ნაყინტან ერთად და შეიგრზენით მისი საოცარი გემო და არომატი. გემრიელად მიირთვით!