ბისკვიტი “ჯოკონდა” – ისეთივე იდუმალი და შთამბეჭდავი, როგორც ლეონარდო და ვინჩის ნახატი

1443

საახლაწლოდ მოპატიჟებული სტუმრების გაოცება ყველა დიასახლისს უნდა. ასეთ დროს განსაკუთრებით დიდი ყურადღება ექცევა დესერტებს და ტკბილეულს. ამიტომაც თქვენი მომავალი ტორტისთვის გთავაზობთ უგემრიელეს ფრანგულ ბისკვიტს ნუშით.

ბისკვიტი “ჯოკონდა” ისეთივე მშვენიერია, როგორც ლეონარდო დავინჩის ნახატი. როგორც წესი, ის თხელი ფირფიტებისგან შედგება, რომელსაც ნუშის ფქვილი, შაქრის ფხვნილი და კვერცხის ცილა დაუჯერებელ პლასტიკას და სირბილეს სძენს, ამიტომაც მისგან ტორტის გარდა რულეტების მომზადებაც შეგიძლიათ. ბისკვიტი გამოდის საოცრად რბილი, ამიტომაც არ საჭიროებს დანამვას, მაგრამ თუ თქვენ მას კრემით ან რაიმე სიროფით გაჟღენთთ, ის გამოვა პირში დნობადი.

ინგრედიენტები

  • კვერცხი 9 ცალი
  • შაქრის ფქვნილი 125გ
  • ნუშის ფქვილი 125გ
  • ხორბლის ფქვილი 35გ
  • კარაქი 25გ
  • მწიკვი მარილი

მომზადება

1.თქვიფეთ 5 კვერცხი, დაუმატეთ ნუშის ფქვილი და შაქრის ფხვნილი. ათქვიფეთ მასის ამოფუებამდე.

2.ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხის 4 ცილა მის აქაფებამდე.

3.პირველ მასას დაუმატეთ გაცრილი ხორბლის ფქვილი, მოურიეთ ფრთხილად, რათა არ დაიჯირჯვლოს.

4.გაალღვეთ კარაქი, გააგრილეთ და ფრთხილად დაუმატეთ ცომს.

5.მიღებული მასა დაუმატეთ ათქვეფილ ცილას და ისე ათქვიფეთ, რომ ცილოვანი მასა არ ჩავარდეს.

6.გამოსაცხობი ფორმა დაამუშავეთ ზეთით, ჩაასხით ცომი და ნიჩბის მეშვეობით თანაბრად გადაანაწილეთ.

7.ბისკვიტი გამოაცხვეთ 10-12 წუთით 180 გრადუსზე.

8.ბისკვიტის გამოცხობი შემდეგ, ის გადმოიტანეთ ფორმიდან და დაელოდეთ მის გაგრილებას.

ეს ბისკვიტი უამრავი ტორტისთვის გამოდგება. ნუშის ბისკვიტს ტრადიციული ფრანგული ტორტის “საახალწლო მორი” მოსამზადებლად იყენებენ, ასევე მისი გამოყენება მრავალფენიანი ტორტების ზედაპირადაც შეგიძლიათ. არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს და გააოცეთ ოჯახის წევრები. გერიელად მიირთვით!