როგორ მოვამზადოთ ხაჭოს ნამცხვარი ვაშლით

1478
S

ერთერთი გამოცდილი მეთოდი ხასიათის ასამაღლებლად მდგომარეობს შემფეგში: აუცილებლად უნდა გამოაცხოთ ნამცხვარი და მიირთვთ ლიმონის ან ბერგამონტის ჩაისთან.

ამიტომაც დღეს ჩვენ გთავაზობთ უგემრიელესი ხაჭოს ნამცხვრის რეცეპტს, რათა აიმაღლოთ განწყობა და დატკბეთ ცხოვრებით.

მერწმუნეთ საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ამ ნამცხვრის გამოცხობა უმარტივესია. მისი მომზადება გამოუცდელ დიასახლისსაც გაუმარტივდება.

ხაჭოს ნამცხვარი ვაშლით

ინგრედიენტები ცომისთვის

  • 10გ სოდა
  • 100გ არაჟანი
  • 50გ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 30გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 80გ ფქვილი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 400გ ხაჭო
  • 2 კვერცხი
  • 80გ შაქარი
  • 2 სუფრის კოვზი მანანის ბურღული
  • 2 ვაშლი
  • 30გ მოცვი
  • 10გ ვანილი

მომზადება

1.პირველ რიდში მოამზადე შიგთავსი. ვაშლი გარეცხეთ, გათალეთ და დაჭერით. ვანილი დაყარეთ თეფშზე და მასში ამოავლეთ ვაშლი.

2.ვაშლი და მოცვი თააბრად მოათავსეთ სილიკონის ფორმაში გამოსაცხობად. თუ ცოცხალი მოცვის ნაცვლად იყენებთ გაყინულს, არ დაგავიწყდეთ მისი წინასწარ გალღობა.

3.ცალკე ჯამში მოათავსეთ ხაჭო და მოაყარეთ შაქარი.

4.მიღებულ მასას დაუმატეთ მანანის ბურღული და კვერცხი, ამის შემდეგ მასა მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე. ამისათვის უმჯობესია გამოიყენოთ ბლენდერი, ასე სიგთავსი გამოვა უფრო ფაფუკი და ჰაეროვანი.

5.შემდეგ ვაშლი და მოცვი დაფარეთ ხაჭოს მასით და დაიწყეთ ცომის მზადება.

6.ცალკე ჯამში ჩატეხეთ კვერცხი, დაუმატეთ არაჟანი, მარილი და შაქარი. კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

7.ჯამში არსებულ ინგრედიენტებს დაუმატეთ გამღვალი კარაქი.

8.ასევე დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და სოდა.

9.ერთგვაროვანი ცომის მიღების შემდეგ, გადაანაწილეთ ხაჭოს მასის ზემოდან და მოათავსეთ გამოსაცხობი ფორმა ღუმელში.

10.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40 წუთი. გამოცხობის შემდეგ, გათიშეთ ღუმელი და დააცადეთ ნამცხვარ გაგრილება. შემდეგ გამოიღეთ და ფრთხილდ მოათვასეთ თეფშზე.

სულ ეს იყო, უგემრელესი ნამცხვარიც მზად არის! ფაფუკი ხაჭოს შიგთავსი ვაშლთან ერთად ქმნის საოცარ არომატსა და გემოს. ხოლო მოცვი ამ დესერტს მატებს სასიამოვნოდ მომჟავო გემოს.