არაჟნის ტორტი “დღე და ღამე”

1945

ეს არის ნებისმიერი დიასახლისისთვის ნაცნობი რეცეპტი.  არაჟნის ტორტი “დღე და ღამე” ძალიან მარტივი მოსამზადებელია. ვეთანხმები გამონათქვამს, გენიალურობა სიმარტივეშია. ამ ტორტის მომზადების მრავალი ვარიანტი არსებობს, რომ მხოლოდ ბისკვიტების განლაგებით შეძლებ ამ ტორტის ამოცნობას.

თქვენს წინაშეა – ტორტი “დღე და ღამე” კლასიკური რეცეპტი. ბისკვიტსა და კრემზე უამრავი ექსპერიმენტის ჩატარება შეიძლება, რომელსაც ჩვენ სტატიის ბოლოს გაგიზიარებთ.

ინგრედინტები

  • კვერცხი 3 ცალი
  • შაქარი 350გ
  • არაჟანი 150გ
  • ხორბლის ფქვილი 160გ
  • კარაქი 100გ
  • რძე 250მლ
  • კაკაოს ფხვნილი 2 სუფრის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ნიგოზი 2 სუფრის კოვზი
  • წყალი 250მლ
  • ლიმონი 1 ცალი

მომზადება

1.პირველ რიგში უნდა მოვამზადოთ ბისკვიტი. ამისათვის 2 კვერცხი ათქვიფეთ შაქართან, დაუმატეთ 150გ არაჟანი და გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ გაცერით 130გ ფქვილი და გამაფხვიერებელი და დაუმატეთ კვერცხის მასას.

2.ცომი გაყავით ორ ტოლ ნაწილად. ერთ ნაწილს დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი და კარგად მოურიეთ.

3.ბისკვიტები გამოაცხვეთ პერგამენტთ ამოფენილ ფორმაზე, 180 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში.

4.შემდეგი ნაბიჯი – მოვამზადოთ ბისკვიტის დასანამი სიროფი. ამისათვის 250გ წყალს დაუმატეთ 100გ შაქარი და ლიმონის ნაჭრები. წამოადუღეთ მასა, გადმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეთ გაგრილებას.

5.ახლა კი შევუდგეთ კრემის მზადებას. ათქვიფეთ 1 კვერცხი, 30გ ფქვილი და 100გ შაქარი. შემდეგ წამოადუღეთ 250გ რძე და დაუმატეთ მიღებულ მასას. მოურიეთ ნელა, დაუმატეთ 100გ კარაქი.

6.მზა ბისკვიტები გააგრილეთ, გაჭერით შუაზე და მოასხით მომზადებული სიროფი.

7.ააწყვეთ ტორტი, სხვადასხვა ფერის ბისკვიტები ერთმანეთზე არეულად დაალაგეთ, თითოეულს წაუსვით კრემი. მზა ტორტს მოაყარეთ დაფხვნილი ნიგოზი.

თუ უკვე მოგბეზრდათ ამ ტორტის კლასიკური რეცეპტი, მაშინ ეცადეთ მისი ბისკვიტები გაჟღინთოთ წვენით. და თუ დიზაინის შეცვლა მოგინდებათ, ამისათვის მილიონი ვარიანტი არსებობს. მის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ შოკოლადი, ქიშმიში, მანდარინი და ნებისმიერი რამ რასაც საჭიროდ ჩათვლით. შეგიძლიათ გამოაცხოთ მეტი ბისკვიტი და აამაღლოთ ტორტი, ამით მას უფრო ეფექტურს გახით. მოამზადეთ და გააოცეთ მეგობრები. გემრიელად მიირთვით!