“მომინანქრებული ვაშლი” დიდი, ნოტიო და სხვადასხვა არომატით გაჟღენთილი კექსია. ახალგამომცხვარს დიდებული გემო აქვს, თუმცა მეორე დღესაც მშვენიერია. ღამით მაცივარში შეინახეთ.
ინგრედიენტები:
კექსისთვის:
- 375 გ თეთრი ფქვილი
- 2 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი
- 2 ჩ.კ. დაფქული კოჭა
- 2 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
- 1 ჩ.კ. მარილი
- 1/2 ჩ.კ. სოდა
- 250 გ (1 ჭიქა) კარაქი უმარილო, დარბილებული
- 300 გ ღია ყავისფერი შაქარი
- 4 კვერცხი
- 5 გათლილი, გულამოჭრილი და წვრილად დაჭრილი მწვანე ვაშლი
მინანქარი:
- 150 გ (1 ჭიქა) შაქრის პუდრი
- 1-2 ს.კ. წყალი
მომზადების წესი:
- კექსი: ღუმელი წინასწარ გააცხელეთ 180 გრადუსზე. მოამზადეთ კექსის ან სხვა ნამცხვრის მრგვალი ფორმა. (25 სმ)
- ჯამში ფქვილი, დარიჩინი, კოჭა, გამაფხვიერებელი, მარილი და სოდა ჩაყარეთ.
- მეორე ჯამში კი კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალი სიჩქარით ათვიფეთ ისე, რომ კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები. ვაშლი ხელით შეურიეთ.
- მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილი.
- ცომი ფორმაში კოვზით გადაიტანეთ და თავი კოვზითვე მოუსწორეთ.
- აცხვეთ 50-60 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, კექსი მზად არის. 15 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
- მინანქარი: შაქრის პუდრს წყალი დაასხით და ათქვიფეთ, კექსზე მოსასხმელად სქელი მინანქარი რომ მიიღოთ.
- ცხაურზე პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ და ზედ დადეთ კექსი. მინანქარი კოვზით მოასხით, ნამცხვარს ის გვერდებზეც უნდა ჩამოეღვენთოს. დატოვეთ შესქელებამდე, შემდეგ დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.