საოცრად გემრიელი ხაჭოს დესერტი

1209
Shangi- patties with cottage cheese or potatoes Russian pastry

ახალი “ვატრუშკა” – ბავშვობის დესერტი. ჩვენ შემოგთავაზებთ მისი მომზადების უმარტივეს რეცეპტს, ამასთანავე მისი ცომი იქნება მარილისა და საფუარის გარეშე.

ცომის მომზადება ამ მათოდით ძალიან კარგია, რადგან ის გამოდის რბილი და ჰაეროვანი, ძალიან უხდება წვნიან ხაჭოს შიგთავსს.

ხაჭოს დესერტი

ინგრედიენტები

  • 150გ ფქვილი
  • 110გ შაქარი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 200გ არაჟანი
  • 10გ გამაფხვიერებელი
  • 360გ ხაჭო
  • 1 შეკვრა ვანილი
  • 20გ ნებისმიერ ცოცხალი ან გამომშრალი ხილი

მომზადება

1.როგორ მოვამზადოთ ხაჭოს დესერტი? 2 ცალი კვერცხი ათქვიფეთ მარილთან ერთად აქაფებამდე. გააგხძელეთ თქვეფა და დაუმატეთ შაქარი. ცომისათვის გამოიყენეთ 70გ შაქარი.

2.დაუმატეთ არაჟანი, მოურიეთ. თანდათანობით დაუმატეთ გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად. სეგიძლიათ ათქვიფოთ მიქსერით. ცომი უნდა გამოგივიდეთ ბლანტი და სქელი.

3.მრგვალი ფორმა დაამუშავეთ მცენარეული ზეთით. 24სმ დიამეტრის მქონე ფორმა იდეალურია. ჩაასხით ცომი და სილიკონის ნიჩბით მოასწორეთ.

4.მოამზადეთ შიგთავსი. თუ ხაჭოს შეიძენთ მაღაზიაში, მაშინ აირჩიეთ მინიმუმ 5%. მას დაუმატეთ 40გ შაქარი, ვანილი, 1 კვერცხი. მასას კარგად მოურიეთ და ჩანგლით დაჩხვლიტეთ.

ხაჩოს სიგთავსი მოათავსეთ ცომზე, დაახლოებით შუაში. გამოცხობისას ცომის შუა ნაწილი წაიზნიქება და ჯებირებ წარმოქნმის შიგთავსისთვის.

5.ხაჭოს შიგთავსს ზემოდან მოაყარეთ ხილი. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ჟოლო. ძალიან ხშირად იყენებენ ქიშმიშს, მას პირდაპირ ხაჭოს ურევენ. დესერტი გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ რუმელში 30 წუთის განმავლობაში.

ეს არის დიდი ზომის ხაჭოს “ვატრუშკა”, რომელიც ძალიან გავს ნამცხვარს, იყოფა 8 საშუალო ნაჭრად. ყველას ეყოფა. მზადდება სწრაფად და რაც მთავარია საუცხოო გემო აქვს.