უგემრიელესი ვაშლის ტორტი

1759

ვაშლის სეზონზე მე აუცილებლად ვამზადებ ტორტს “ცის გემო” ამ რეცეპტის მიხედვით. მერწმუნეთ, ეს ცდუნებაა და არა რეცეპტი! კრემი უბრალოდ დნება პირში განსაკუთრებით იმ დროს, როცა ბისკვიტი გაჯერებულია ვაშლით.

ამ ტორტის ცომი ძალიან უჩვეულოა, რადგან მის შემადგენლობაში უმის ნაცვლად მოხარშული კვერცხის გული შედის, ხოლო შაქრის ნაცვლად კი გამოიყენება შაქრის ფხვნილი. რაც შეეხება ნამცხვრის შიგთავსს ის შეიცავს თაფლიან ვაშლს და ლიმონის წვენს. ტორტი ძალიან მარტივი მოსამზადებელია, ინგრედიენტებიც ხელმისაწვდომია, რაც შეეხება გემოს, მერწმუნეთ ემოციებს ვერ დამალავთ. მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და გაახარეთ ოჯახის წევრები.

ტორტი ნაღებით

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ უგემრიელესი ტორტის “ცის გემო” რეცეპტს. ეს არის საოცნებო ტკბილეული!

ცომის ინგრედიენტები

  • 4 ცალი მოხარშული კვერცხის გული
  • 3 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 100გ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 150გ კარაქი
  • 300გ ფქვილი
  • მწიკვი მარილი

კრემის ინგრედიენტები

  • 10გ ჟელატინი
  • 500მლ ნაღები (33%)
  • 50გ კარაქი
  • 300გ შესქელებული რძე
  • 5 ცალი ვაშლი
  • 2-3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
  • 200გ რძიანი შოკოლადი

მომზადება

1.ცომის მოსამზადებლად დარბილებულ კარაქს მოაყარეთ მარილი და დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

2.ცალკე ჭურჭელში ერთმანეთს შეურიეთ არაჟანი და გამაფხვიერებელი. არაჟანი დაუმატეთ კარაქს. წინასწარ მოხარშეთ კვერცხი, ერთმანეთისგან განაცალკევეთ გული და ცილა. 4 ცალი გული გახეხეთ წვრილად. მოურიეთ და დაუმატეთ ფქვილი.

3.კარგად მოურიეთ და მოზილეთ ცომი. თქვენ უნდა მიიღოთ ფოროვანი მასა, რომელიც არ უნდა გეკრობოდეთ ხელზე. ცომი შეფუთეთ პაკეტში და შეინახეთ მაცივარში 40 წუთი.

4.შიგთავსის მოსამზადებლად, გარეცხეთ და გათალეთ ვაშლი. შეგიძლიათ ვაშლი სქლად პირდაპირ ქვაბში ჩახეხოთ. დაუმატეთ კარაქი, თაფლი და ლიმონის წვენი. კარგად მოურიეთ და მოათავსეთ ცეცხლზე. ქვაბს დააფარეთ თავზე და ვაშლი მოთუშეთ 5-7 წუთის განმავლობაში. გააგრილეთ.

5.ცომი გამოიღეთ მაცივრიდან და გაყავით ორ ნაწილად. ერთი ნაწილი გააბრტყელეთ 22 სმ დიამეტრის მქონე ფირფიტად (მე ვიყენებ შესაბამისი დიამეტრის მქონე ქვაბის თავსაფარს). ცომის მეორე ნაწილიც გააბრტყელეთ პირველის იდენტურად.

6.თითოეული ფირფიტა გამოაცხვეთ 180 გრადუზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.

7.ჟელატინს დაასხით წყალი, რათა ის ამოფუვდეს. კრემის მოსამზადებლად 500მლ გაგრილებული ნაღები ათქვიფეთ მიქსერით. როდესაც ნაღები შესქელდება დაუმატეთ შესქელებული რძე და თქვიფეთ დამატებით 3 წუთი. კონსისტენციის მიხედვით კრემი უნდა იყოს სქელი. კრემს დაუმატეთ ჟელატინი და მოურიეთ.

8.მოამზადეთ 26 სმ გამოსაცხობი ფორმა (მიაქციეთ ყურადღება, ფირფიტა უფრო პატარა დიამეტრისაა). ფორმის ძირზე მოათავსეთ ფირფიტა. ზემოდან მოაყარეთ ვაშლი და თანაბრათ გადაანაწილეთ ფირფიტის ზედაპირზე.

9.ვაშლზე მოათავსეთ კრემის ნახევარი, კრემი უნდა ცდებოდეს ფირფიტის კუთხეს. კრემზე – მეორე ფირფიტა და ისევ ვაშლი. საბოლოო ფენა ვაშლს წაუსვით კრემი და მოასწორეთ. ტორტი მთელი ღამის განმავლობაში დატოვეთ მაცივარში.

10.დაჭერით შოკოლადი, დაუმატეთ 50 მლ ნაღები. შოკოლადი გაალღვეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. კარგად მოურიეთ მასას. მდნარი შოკოლადი მოასხით ტორტს. 30 წუთით მოათავსეთ ტორტი მაცივარში.

11.დანის დახმარებით ტორტი ამოიღეთ ფორმიდან, შეგიძლიათ მორთოთ თქვენი გემოვნებით. გემრიელად მიირთვით!

ერთი შეხედვით ტორტი ძალიან გავს “ჩიტის რძეს”. ნაღებში ათქვეფილი შედედებული რძე კი ღრუბელს გვაგონებს ცაზე. ყურადღება მიაქციეთ ვაშლს ის არ უნდა იყოს ძალიან რბილი.

ეს ტორტი გემოთი ძალიან გავს სუფლეს. შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი ფორმის. იმედი მაქვს რეცეპტი მოგეწონათ და აუცილებლად ცდით ამ საოცარი ტორტის მომზადებას!