ფენოვანი ორცხობილა “ყურები”

2588

მარტივი ორცხობილის რეცეპტის მოძებნაში ძალიან ბევრი დრო გადის, საგრძნობლად დიდი დრო, ვიდრე მის მოსამზადებლად არის საჭირო. ამის შემდეგ მარტივი ორცხობილის რეცეპტებიც რთულად მოგეჩვენებათ. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ არომატულ დესერტს მზა ინგრედიენტებისაგან.

თუ ცომის მოზადება არ გეხერხებათ, მაგრამ ტკბილეული გიყვართ, ორცხობილა “ყურები” სწორედაც, რომ თქვენთვის არის შექმნილი. მის მოსამზადებლად თქვენ უნდა შეიძინოთ – ფენოვანი ცომი, რომელსაც უნდა მოაყაროთ ნიგოზი და დაელოდოთ მის მომზადებას. რა შეიძლება იყოს უფრო მარტივი?

ინგრედიენტები

  • ნიგოზი 150გ
  • ფენოვანი ცომი 400გ
  • ყავისფერი შაქარი 100გ
  • დარიჩინი გემოვნებით

მომზადება

1.ნახევარი შაქარი და ნიგოზი დაფხვენით, მოაყარეთ ცომს და ოდნავ დააწექით ხელით. დაახვიეთ ცომის კუთხეები ცენტრისაკენ.

2.მზა რულეტები დაჭერით 1,5 სმ სისქის ნაჭრებად. რულეტები დაალაგეთ საცხობი ქაღალდით ამოფენილ ფორმაზე.

3.შეურიეთ მეორე ნახევარი შაქარი და დარიჩინი, მოაყარეთ ორცხობილას ზემოდან. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20-25 წუთის განმავლობაში.

საოცარი ორცხობილა ზარმაცებისათვის. რატომ უნდა შეიძინოთ მაღაზიაში, როცა შეგიძლიათ თავადაც ძალიან მარტივად მოამზადოთ. გამოაცხვეთ და ისიამოვნეთ!