სწრაფი დესერტების რეცეპტი

3498

როგორი უნდა იყოს ნამდვილი დესერტი და რამდენი ხანი დაგჭირდებათ მის მოსამზადებლად? ზოგისათვის დესერტი შეიძლება იყოს სადილის შემდეგ ყურძნის მტევანი, ხოლო ზოგისათვის-გრანდიოზული ტორტის ნაჭერი. ჩვენი რედაქცია ამტკიცებს, რომ: დესერტის მოსამზადებლად საშუალოდ საჭიროა 15 წუთი, ხოლო შედეგი კი გაგაოცებთ.

როდესაც სტუმრები მოვიდნენ და საკონდიტრო მაღაზია შორსაა, სწორედაც რომ ამ დროს დაგეხმარებათ იტალიური და ფრანგული კულინარიული წიგნები. მხოლოდ იქ შეგიძლიათ მოძებნოთ ჰაეროვანი კერძები, რომლებიც მზადდება ძალიან სწრაფად და მარტივად.

დესერტი 15 წუთში

მელბა ატმით

დესერტი <<მელბა>> გამოიგონა ფრანგმა მზარეულმა ავგუსტ ესკოფიერმა. ეს მოხდა ლონდონში, ხოლო შემდეგ ეს დესერტი ისეთი პოპულალური გახდა (განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში) რომ 13 იანვარი ატმის მელბის დღედ დააწესეს. ის შედგება ნაყინისაგან, ჟოლოს ჯემისაგან და ატმისგან.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 400გ ახალ გასუფთავებული ან კონსერვირებული ატამი
  • 150გ ჟოლო ან ჟოლოს ჯემი
  • 100მლ ნაღები
  • 100გ მუსლი ან გრანოლა
  • 0,5 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი
  • 1 სუფრის კოვზი კარაქი

გათლილი ატამი ჩაალაგეთ ქვაბში, დაუმატეთ ზეთი და მოათავსეთ ხილი ცეცხლზე მანამ, სანამ კარგად არ გაცხელდება. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ჟოლო ან ჟოლოს ჯემი, დაელოდეთ, მთელი მასის თანაბრად გაცხელებას.

ამ დროის განმავლობაში ათქვიფეთ ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად (ან გამოიყენეთ ნაყინი). დარბილებული ატამი მოათავსეთ ოთხ ჭიქაში, ზემოდან დაადეთ ნაყინი ან ათქვეფილი ნაღები და მოაყარეთ დაფხვნილი ნიგოზი. მელბას მომზადება შეგიძლიათ საყვარელი ხილითაც.

ტირამისუ

ეს არის ტრადიციული იტალიური დესერტი სავოიარდის ორცხობილითა და ნაღების ყველით-დახვეწილი დესერტია ჩაის სმისას. თუ თქვენ სავოიარდის ორცხობილას ვერ იყიდით შეგიძლიათ გამოიყენოთ ბისკვიტი.

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 3 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა
  • 3 სუფრის კოვზი ყავის ლიქიორი
  • 250გ მასკარპონე
  • 85გ შესქელებული რძე
  • 4-6 ცალი სავოიარდის ორცხობილა
  • 1 სუფრის კოვზი კაკო

მასკარპონე სახლის პირობებში ძალიან მარტივი მოსამზადებელია. გამოიყენეთ ნაღების ყველი ან მოამზადეთ ის გაყინული კეფირისაგან, რათა მიიღოთ სქელი და ამავდროულად ნაზი კრემი. ღრმა ჯამში ყავა გახსენით 75მლ წყალში, დაუმატეთ ლიქიორი (კონიაკი იმ შემთხვევაში თუ სხვა არაფერი არ გაქვთ). დაასველეთ ორცხობილა ყავისაგან მიღებულ მასაშ.

ნაღების ყველი და შესქელებული რძე ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დამბალი ორცხობილა ჩაალაგეთ ღრმა ჭიქებში ან სხვა შესაფერის ჭურჭელში, ჩაასხით კრემი და მოაყარეთ კაკაო ან გახეხილი შოკოლადი. შეინახეთ ერთი საათით მაცივარში და მიირთვით.

ხილის ბისკვიტი

თქვენ დაგჭირდებათ:

  • 120გ კარაქი
  • 240გ ხორბლის ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 200გ შაქარი ( და კიდევ 2 ჭიქა ზემოდან მოსაყრელად)
  • 250გ კენკრა
  • 300მლ რძე

ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ცოტაოდენი მონდომება. გაალღვეთ კარაქი(100გ), დაუმატეთ მას შაქარი(100გ) და ერთი ცალი კვერცხი. დაუმატეთ გამაფხვიერებელთან ერთად გაცრილი ფქვილი(200გ) და მოზილეთ ცომი. ცომი მოათავსეთ მაცივარში, მანამდე კი მოამზადეთ მოხარშული კრემი: აადუღეთ რძე და მასში გაალღვეთ 100გ შაქარი. ათქვიფეთ კვერცხი, მოზილეთ ცომი 40გ ფქვილისაგან, დაუმატეთ ის რძეს და მოხარშეთ კრემის შესქელებამდე. ცომისაგან შექმენით დიდი ჩაღრმავებული ორცხობილა და გამოაცხვეთ 10-12 წუთის განმავლობაში 220 გრადუსზე. სანამ ორცხობილა ცხვება, კენკრას დაუმატეთ ორი კოვზი შაქარი და მოათავსეთ ღუმელში 5 წუთის განმავლობაში მათ დარბილებამდე. ორცხობილას წაუსვით კრემი და ზემოდან მოაყარეთ კენკრა. ხილის ბისკვიტი მზად არის!

როდესაც თქვენ უკვე იცით ამ დესერტების მომზადების სიმარტვე, შეუკვეთავთ თუ არა მათ რესტორნებში? ამ სამიდან ნებისმიერი დესერტი გაალამაზებს თქვენს სადღესასწაულო მაგიდას, რაგდან ყველა კერძი თავისებურად გამორჩეულია: ტირამისუ-ძალიან ნოყიერია, მელბა-მსუბუქია ხოლო ხილის ბისკვიტი გაგაოცებთ თავისი გემოთი.