ჩიხირთმა – ქართული სამზარეულოს სიამაყე, კერძი, რომელსაც ქათმის ხორცისგან ამზადებენ. ჩიხირთმას ხანდახან ფქვილით ასქელებენ და აუცილებლად ამატებენ კვერცხს, ძმარს. „გასტრონომია“ გთავაზობთ ქათმის ჩიხირთმის რეცეპტს, რომლის მერეც ჩვეულებრივი წვნიანის მომზადება არ მოგინდებათ.
ინგრედიენტები
- 1ც ქათამი
- 5 კვერცხის გული
- 250 გრ ხახვი
- 50 მლ ღვინის ძმარი
- 100 გრ მდნარი კარაქი
- მარილი, პილპილი გემოვნებით
- ქინძი გემოვნებით
- მწვანილი გემოვნებით
- დაფნის ფოთოლი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ ქათმის ბულიონი და მომზადებამდე ნახევარი საათით ადრე დაამატეთ დაჭრილი მწვანილი, დაფნის ფოთოლი და პილპილი.
- ამოიღეთ ქათამი და დაჭერით.
- დაჭერით ხახვი, მოთუშეთ კარაქში და დაამატეთ ბულიონში, ხარშეთ 5-10 წუთი.
- ათქვიფეთ კვერცხის გული ძმართან, ჩაასხით ბულიონში, მუდმივად ურიეთ.
- დააბრუნეთ ქათამი ბულიონში, აადუღეთ წვნიანი, მირთმევისას მოაყარეთ მწვანილი.
გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს, გვერწმუნეთ, ისინი მადლიერი დაგრჩებიან!