როგორ მოვამზადოთ კარტოფილის ბლინები ქათმის ხორცით

1329

რა შეიძლება იყოს ხორცის რულეტებზე მარტივი და გემრიელი? ამ საოცარ კერძს შეუძლია დაამშვენოს თქვენი მაგიდა და რაც მთავარია ის ყველა სტუმარს ძალიან მოეწონება.

დღეს  შემოგთავაზებთ ისეთ რეცეპტს, რომლისგანაც ჩვენც აღფრთოვანებულები ვართ. ალბათ დამეთანხმებით, რომ კარტოფილის ბლინებსა და ქათმის ფილეში უცხო და გასაოცარი არაფერია, მაგრამ მათი დუეტი არაჟნისა და ყველის დამატებით არის საოცარი კერძი, რომელზეც ვერავინ იტყვის უარს.

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე-500გ
  • ხახვი-2 ცალი
  • ხორბლის ფქვილი-3 სუფრის კოვზი
  • შავი წიწაკა-გემოვნებით
  • კარტოფილი-1 ცალი
  • კვერცხი-1 ცალი
  • არაჟანი-3 სუფრის კოვზი
  • მარილი-გემოვნებით

მომზადება

  1. ერთი ცალი ხახვი წვრილად გახეხეთ. მას დაუმატეთ გახეხილი კარტოფილი. კოვზით მოურიეთ ბოსტნეულს და დაამატეთ 1 კოვზი არაჟანი, 3 კოვზი ფქვილი და კვერცხი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.გააცხელეთ ზეთით დამუშავებული ტაფა. 3 კოვზი კარტოფილის ცომი მოათავსეთ ტაფაზე და კოვზით გაათანაბრეთ. გამოაცხვეთ კარტოფილის ბლინები თითოეული მხარე შეწვით 2-2 წუთის განმავლობაში. იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ნიჩბით გადმოაბრუნეთ.

3.ხორცსაკეპის მეშვეობით დააქუცმაცეთ დაჭრილი ქათმის ფილე და 1 თავი ხახვი. ხორცს დაუმატეთ 1 კოვზი არაჟანი და კარგად მოურიეთ. მთლიან მასას მოაყარეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით. დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი ყველი. ამ მასას კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები ერთმანეთს შეერწყას.

4.კარტოფილის ბლინზე მოათავსეთ 1 კოვზი ქათმის ფილე და მოასწორეთ მისი ზედაპირის შესაბამისად. ბლინები რულეტის მსგავსად გადაახვიეთ და გამოსაცხობ ფორმაზე დაალაგეთ. თითოეულს ზემოდან წაუსვით არაჟანი და მოაყარეთ ყველი.

კერძი გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. გაუმასპინძლდით სტუმრებს ცხელი კერძით. ეს არის ძალიან გემრიელი და ნოყიერი კერძი, რომელიც გულგრილს არ დატოვებს არავის. მისი მომზადება ძალიან მარტივია, ხოლო შედეგი კი გასაოცარია. გემრიელად მიირთვით!