უგემრიელესი გოგრის ფაფის რეცეპტი

2778
Pumpkin porridge and pumpkins on black wooden table. Plate pumpkin porridge is on a brown wooden table. pumpkin porridge. Millet porridge with pumpkin.

შესაძლებელია თუ არა გოგრის ფაფის მომზადება მარცვლეულის გარეშე? დიახ, ეს სრულებით შესაძლებელია და ჩვენ ვიცით თუ როგორ მზადდება ეს საოცრება. ფაფა გამოდის კრემის ტექსტურის, პირში დნება, ტკბილია და ამავდროულად საოცრად ნაზია.

გოგრა ძალიან სასარგებლოა, ის შეიცავს უამრავ კარგ ნივთიერებას. ამიტომაც მისი კულინარიაში არ გამოყენება სისულელეა. ეს ადვილად ხელმისაწვდომი პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით, ვიტამინ С, В ჯგუფის ვიტამინებს,  კალიუმს, კალციუმს, რკინას, მაგნიუმს,სპილენძს, სილიციუმს და ასევე ვიტამინ Т, რომელიც პასუხისმგებელია სისხლის მიმოქცევის წრეებზე, თრომბოციტების ფორმირებაზე და ასევე ის აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს.

როგორ მოვამზადოთ გოგრის ფაფა

ინგრედიენტები

  • 350გ გოგრა
  • 200მლ წყალი
  • 30გ სიმინდის ფქვილი
  • 30გ კარაქი
  • 3 სუფრის კოვზი შესქელებული რძე

მომზადება

1.გაასუფთავეთ გოგრა ქერქისაგან, გაჭერით, ამოასუფთავეთ თესლისაგან. დარჩენილი მასა აწონეთ. აიღეთ საჭირო რაოდენობა და კუბიკებად დაჭერით.

2.გოგრის კუბიკებს დაასხით ცივი წყალი და მოხარშეთ.

3.ცალკე ჭურჭელში ერთმანეთში აურიეთ წყალი და სიმინდის ფქვილი. ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელი არაჟნის კონსესტენციის მასას.

4.მოხარშული გოგრა დააბლენდერეთ ან კარტოფილის საჭყლეტით დაჭყლიტეთ. შემდეგ დაამატეთ გაზავებული ფქვილი და გააგრძელეთ ხარშვა. ფაფის მომზადებას დასჭირდება სულ რაღაც 30 წუთი.

5.ბოლოს დაამატეთ კარაქი, შესქელებული რძე და კარგად მოურიეთ. გააჩერეთ მზა ფაფა ცეცხლზე, რამოდენიმე წამის განმალობაში, რათა კარაქმა მოასწროს გალღობა. უგემრიელესი გოგრის ფაფაც მზადაა. გემრიელად მიირთვით!

იმათთვის ვინც დიეტაზეა ამ ფაფის მომზადება შესქელებული რძის გარეშე შეუძლიათ. გოგრა ძალიან ტკბილია, ამიტომაც შესქელებული რძის არარსებობა დიდად არ დაეტყობა ფაფას. მისი შეცვლა შეგიძლიათ ტკბილი სანელებლებითაც როგორებიცაა: დარჩინი და ვანილი, ან დაამატეთ მეტი კარაქი.