როგორ მოვამზადოთ ქლიავის სამარხვო ნამცხვარი მარტივად

1796
Chocolate fudge cake with berries under chocolate icing

როდესაც ამ ნამცხვრის რეცეპტი გავიგე, ხუმრობით დავუძახე მას  “ბომჟი”. განა იმიტომ, რომ ის ცუდია არამდე პირიქით ის მშვენიერია, უბრალოდ ის შედგება ძალიან უბრალო ინგრედიენტებისგან. მაგრამ ეს დიდი პლიუსია. ეს უგემრიელესი ნამცხვარი სამარხვოა. დარწმუნებული ვარ ეს საოცარი ნამცხვარი ძალიან მოეწონებათ თქვენს ოჯახის წევრებს.

დღეს გასტრონომიას რედაქცია გაგიზიარებთ ამ ნამცხვრის უმარტივს რეცეპტს. რომელსაც ქლიავის გარდა სულ რამდენიმე ინგრედიენტი ესაჭიროება.

ქლიავის ნამცხვარი

ინგრედიენტები

  • 250მლ ახლად მოხარშული ყავა
  • 100გ ქლიავი კურკის გარეშე
  • 100გ ნიგოზი
  • 2 სუფრის კოვზი თაფლი
  • 100გ შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი სოდა
  • 250გ ფქვილი
  • მარილი

მომზადება

1. თავდაპირველად აადუღეთ მაგარი ნატურალური ყავა და გაწურეთ.

2. მისი გაგრილების შემდეგ დაამატეთ შაქარი და თაფლი. ურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

3. ქლიავი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. დაფქვით ნიგოზი. ამ ინგრედიენტებს დაუმატეთ მარილი და ერთმანეთს კარგად გადაურიეთ.

4. იმავე მასას დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოურიეთ . დაუმატეთ ყავა და კარგად ამოურიეთ. ცომი  უნდა გამოგივიდეთ სქელი არაჟნის კონსესტენციის. ეს არის ზუსტად ის რაც საჭიროა იდეალური ნამცხვრის გამოსაცხობად.

5.ჩაასხით ცომი გამოსაცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-45 წუთის განმავლობაში. ცომის მზადების პროცესი გააკონტროლეთ კბილის ჩხირის მეშვეობით. მზა ნამცხვარს შეგიძლიათ მოასხათ მდნარი შოკოლადი ან მოაყაროთ შაქრის ფხვნილი. ამ დანამატების გარეშეც ნამცხვარი გამოდის იდეალური.

რთულია არ შეიყვარო ეს საოცარი ნამცხვარი. ქლიავისა და ნიგვზის მეშვეობით თქვენ გამოგივათ ძალიან არომატული და ნაზი ნამცხვარი. ოფიციალურად ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი დესერტი.