ხრაშუნა და ორიგინალური ტორტის რეცეპტი, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება

2503

თანამედროვე ბავშვებს თითქმის ვერანაირი ტკბილეულით გააკვირვებ. ჩვენ კი, საბჭოურ დროში გავიზარდეთ და ნაყინს 20 თეთრად ვყიდულობდით, შესქელებულ რძეს ქილებით და თავს უბედნიერესად ვგრძნობდით. გემრიელ დესერტებს კი იმ ინგრედიენტებისგან ვამზადებდით, რაც ხელთ მოგვეპოვებოდა.

სახლში მომზადებული ტორტი ცხობის გარეშე

თითოეულ დიასახლისს აქვს ბავშვობის დროინდელი ტკბილეულის საკუთარი სია. და, ალბათ, თითოეულ მათგანში ვიპოვით სიმინდის ჩხირებისგან დამზადებული ხრაშუნა დესერტის რეცეპტს.

დღეს ჩვენი რედაქცია მოგიყვებათ, როგორ მოამზადოთ უბრალო ტორტი საშინაო პირობებში, რომელსაც გამოცხობა არ სჭირდება. სულ რაღაც 4 ინგრედიენტისგან! ეს არის გაუმჯობესებული  “მურავეინიკი”, მაგრამ ირისის გარეშე.

ინგრედიენტები

  • 5 ც ვაფლის ფირფიტა
  • 120 გრ სიმინდის ჩხირები
  • 100 გრ კარაქი
  • 1 ქილა მოხარშული შესქელებული რძე

მომზადების წესი

1. კარაქი გაადნეთ წყლის ორთქლზე ან ძალიან დაბალ ცეცხლზე და მოხარშული შესქელებული რძე დაუმატეთ. უნდა მიიღოთ თხევადი კრემი.

2. თბილი კრემი სიმინდის ჩხირებს დაასხით და მოურიეთ. ჩხირები უფრო თხელი შეარჩიეთ, ასე მათში კრემი უკეთესად გაჯერდება და ერთმანეთს შეეწებება.

3. ვაფლის ფირფიტებზე ერთ ფენად მოათავსეთ სიმინდის ჩხირები და კარგად გადაანაწილეთ. დაადეთ ზემოდან მეორე ფენა და დააჭირეთ, რომ ტორტი უფრო მჭიდრო იყოს და არ ჩამოიშალოს.

4. ვაფლის სულ ზედა ფენას დარჩენილი კრემი ან გამდნარი შოკოლადი წაუსვით. დესერტი შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით გააფორმოთ. გააჩერეთ ტორტი 30 წუთით, შემდეგ კი დააგემოვნეთ. გემრიელად მიირთვით!

აუცილებლად მოამზადეთ ტორტი ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტით, გარანტიას გაძლევთ, რომ იგი თქვენს შვილებს აუცილებლად მოეწონებათ!